ერეკლე II ძველ ინგლისურ პრესაში,პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან

3aed5d992cc9c45202ecd1cef6bcfc8f
9 სექტემბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელოვნების სასახლეს (თეატრის,მუსიკის,კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს) ეწვია,სადაც გაიმართა პროექტის – “მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში ” (1648-1797 წლები) პრეზენტაცია.წლეულს აგვისტოში,ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით,ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ხელოვნების სასახლეს დღემდე უცნობი უნიკალური დოკუმენტების დიდი კოლექცია გადასცა,კერძოდ 1649-1798 წლებში ინგლისურ პრესაში დაბეჭდილი ცნობები საქართველოსა და მეფე ერეკლეს შესახებ.
500-ზე მეტი ბეჭდური ასლი ქართული ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს,პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებში აღწერილია მეფე ერეკლეს რამდენიმე გმირული ბრძოლა,განსაკუთრებით ხაზგასმულია მისი ავტორიტეტი იმდროინდელ მსოფლიოში და სხვ.
King_erekle's_signature
აი რამდენიმე ამონარიდი ინგლისური ჟურნალ-გაზეთებიდან მეფე ერეკლე II-ის (ანუ როგორც ინგლისელები მოიხსენიებდნენ- ჰერაკლიუსის) შესახებ:
“საქართველო აზიის უდიდესი ქვეყანაა,რომელიც კასპიის ზღვის ნაპირებამდეა გადაჭიმული”-1744 წელი.
“სპარსეთიდან მოსული ბოლო ცნობების თანახმად,რასაც ასტრახანშიც გვიდასტურებენ,პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან თავის ძლევამოსილ არმიასთან ერთად უკვე დაიპყრო რამდენიმე ქალაქი და ნახევარი ისპაჰანი”. – ჰამბურგი,1752 წლის 13 მარტი.
“ჩვენ გვაცნობეს სპარსეთიდან,რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა,რომლის გმირობებსაც მთელ მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა,გადაისროლა თავისი ძალები კასპიის ზღვის ნაპირებთან”-1754 წელი.
“შაჰ ნადირის სიკვდილის შემდეგ მთელ იმპერიაში სახელგანთქმულია პრინცი ჰერაკლიუსი,საქართველოს მოქმედი მმართველი,რომელმაც დიდება იმპერიის სამოქალაქო ომში მოიხვეჭა” -1761 წელი.
post-66-1121455071
ქართლ-კახეთის ტერიტორიები,ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში
“პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან -ის არის სპარსეთის ტახტის პრეტენდენტი,რომელმაც გამანადგურებლად დაამარცხა ბრძოლაში შაჰ-სეფი და ისპაჰანში მისი ტახტი დაიკავა”  – 1762 წელი.
“პრინცი ჰერაკლიუსი საქართველოდან,რომელიც მსახურობდა ლეიტენანტის რანგში პრუსიის მეფის შეიარაღებულ ძალებში,სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იწყებს განმანთავისუფლებელ ბრძოლას ოსმალთა წინააღმდეგ” – 1766 წელი.
“ლეგჰორანიდან მოსული პირადი წერილებიდან ჩანს,რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა საქართველოდან მოიპოვა სრული გამარჯვება ერზერუმის ფაშის 50-ათასკაციანი არმიის წინააღმდეგ” – 1767 წელი.

erekle-ii-statue-telavi-fortress-telavi                                             ბატონის ციხე,ერეკლეს სამეფო სასახლე – თელავი
უნიკალური დოკუმენტების კოლექცია ასევე შეიცავს ცნობებს XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს შესახებ,გათვალისწინებულია უცნობი წყაროების თარგმნა ქართულ ენაზე და მისი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა.აღსანიშნავია,რომ თარგმნილი ისტორიული წყაროები პირველად ჟურნალ “ისტორიანში” გამოქვეყნდება.

1 comment:

  1. უფროს მასწავლებელ ქეთევან დიასამიძეს ვუსურვებ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას. მნიშვნელოვანი მასწავლებელი ყოველდღიურად იზრდებოდეს, და ეს სახეზეა. ძალიან მომეწონა საგანმანათლებლო ბლოგის შექმნა და ავტორობა. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია წავიკითხე, რასაც პირადად ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ. მინდა წარმატებები გისურვო მომავალში რადგან პედაგოგის პროფესია მუდმივად მზარდი პროფესიაა და მიმაჩნია რომ ყოველდღიური პრაქტიკა ბევრის მომცემია.ქალბატონო ქეთევან თქვენ ნამდვილად დაუღალავი და ენერგიული მასწავლებელი ბრძანდებით და მჯერა თქვენს ხელში უამრავი წარმატებული მომავალი თაობა გაიზრდება. თქვენს ბლოგს ხშირად გამოვიყენებ, საინტერესო და სახალისო ინფორმაციებს.

    ReplyDelete