საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა
ქეთევან დიასამიძის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ანგარიში
ქ.ბათუმის N-10 საჯარო სკოლა
2019-20 სასწავლო
წლისათვის დაგეგმილი სამოქმედო გეგმის მიხედვით სისტემატურად ვზრუნავდი შემექმნა ისეთი
სასწავლო გარემო,რომ ბავშვებისათვის ყოფილიყო საინტერესო და მიზიდველი.ვთანამშრმლობდი მოსწავლეების მშობლებთან,კოლეგებთან
და სპეციალისტებთან,რათა უკეთ გამეგო მოსწავლეების საჭიროებები.შევქმენი ისეთ სასწავლო
გარემოს ,რომ მოსწავლეებს მიცემოდათ საშუალება
,უკეთ გაცნობოდნენ და ეზრუნათ ერთმანეთზე.მთელი წლის განმავლობაში ვზრუნავდი საკლასო
კულტურის დამკვიდრებაზე,აქცენტს ვაკეთებდი მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, მაგრამ ამავე დროს საჭიროებისამებრ
ვაძლევდი რჩევებს,თუ რა უნდა გაეკეთებინათ ხარვეზების გამოსასწორებლად. ყურადღებით
ვუსმენდი მოსწავლეებს,სასწავლო პროცესში ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას გამუდმებით
ვზრუნავდი,რომ შემექმნა ისეთი სასწავლო გარემო
რომ მოსწავლეებმა თავი გარიყულად არ ეგრძნოთ.თავიდანვე
ვუყალიბებდი ისეთი უნარების განვიტარებას,რომელიც ხელს უწყობდა პიროვნულ ღირებულებებსა
და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ხელშეწყობას.ყოველთვის მათ
მიმართ ვიყავი კეთილგანწყობილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ურთიერთპატივისცემაზე
დაფუძნებული სასწავლო საგაკვეთილო,პოზიტიური
გარემოს შექმნა. გამუდმებით ხელს ვუწყობდი
მოსწავლეთა შორის ნდობასა და პოზიტიური ურთიერთობის
ჩამოყალიბებას. მიმაჩნია ,რომ მოსწავლეს თავიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ თანასწორუფლებიანობის
განცდა და მისი უზრუნველყოფა,ემპათიის გამომუშავება,ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბება.
სსსმ მოსწავლეთა კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩემი ამოსავალი წერტილი იყო,ამიტომ სსსმ
მოსწავლეს ვეხმარებოდი საკუთარი შესაძლებლობის
გამოვლენასა და რეალიზებაში. მიმაჩნია,რომ
ამ მიმართულებით ვთანამშრომლობ სპეც.მასწავლებელთან,მშობელთან, გამოცდილ სპეციალისტებტან(,,MAC
GEORGIA”- იის ოკუპაციურ ტერაპიის სპეციალისტებთან და საჭიროებისამებ
ნეიროფსიქოლოგებთან) და ვიზიარებდი მათ ცოდნასა და გამოცდილებას.
ვიყენებდი სხვადასხვა სასწავლო რესურსებსა და ფაზლებს,ასევე კომპლექსურ დავალებებს,რომელიც
საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა ჩემს გაკვეთილს.
რესურსების გამოყენებისას შერჩეული იყო ისეთი სასწავლო რესურსები,რომელიც მოსწავლის შესაძლებლობებზე,
ინდივიდუალური საჭიროებებებზე იყო მორგებული,რაც ხელს უწყობდა სწავლის მოტივაციის ამაღლებას.
გაკვეთილს ვგეგმავდი ე.ს.გ-ის მისაღწევი შედეგების
გათვალისწინებით.სპეცმასწავლებლებთან ერთად ერთად
წინასწარ განვსაზღვრე და დავგეგმე ინდივიდუალური გეგმა,რომელიც გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებსა და აქტივობებზე
იყო გათვლილი,რომელიც მორგებული იყო ინდივიდუალურად სსსმ მოსწავლეებზე და მათ საჭიროებებზე ვმუშაობდი
მთელი წლის განმავლობაში.საჭიროებიდან გამომდინარე
ვახდენდი გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას.ასევე ვითვალისწინებდი მოსწავლეთა წინარე ცოდნას,მათ გამოცდილებას,შესაძლებლობებსა
და ინტერესებს, მოსალოდნელ შედეგებს,ასევე მათი შესაძლებლობებისა და ინტერესებიდან
გამომდინარე დავგეგმ კლასგარეშე აქტივობები. ჩავატარე დავით აღმაშენებლის ხსენების
დღესთან დაკავშირებით სასკოლო ღონისძიება
,, ძლევაი საკვირველი“, 65-72-73—83 კლასის
მოსწავლეების მონაწილეობით.
მოსწავლეებს მივეცი
შესაძლებლობა საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებაში და საკუთარი
არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობაში კლასგარეშე
პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის გზით.ასევე ჩართული იყვნენ სხვადასხვა კვლევით საქმიანობაში.მე 73-83
კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და კონკურსში,სადაც
მოახდინეს თავიანთი ცოდნის ტრანსფერირება და მიიღეს გამოცდილება.მე-72 კლასის
მოსწავლეებს ჩავუტარე გასვლითი გაკვეთილი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, თემაზე :
,,ოქრომრავალი კოლხეთი“,რამაც დიდ შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.მე-65კლასში
კი განვახორციელეთ სასწავლო პროექტი :,, მე ვარ მუზეუმელი“.
19 თებერვალს 11 1 კლასში ჩავატარე გლობალური
გაკვეთილი, მდგრადი
განვითარების მე-4 მიზნის შესაბამისად, ,,ბავშვთა უფლებების კონვენციის 20 წლისთავისადმი
მიძღვნილი“,მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
2019 წლის 27 სექტემბერს მონაწილეობა მივიღე კავკასიური
სახლის მიერ ორგანიზებულ კვლევაში თემაზე:
თუ რა დოზით უნდა ისწავლებოდეს კონფლიქტების თემა,როგორია ისტორიის სახელმძღვანელოების
ხარისხი,როგორ შეიძლება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა,როგორ და რა დოზით მივაწოდოთ ინფორმაცია ახალგაზრდა თაობებს და რამდენად არის
აღნიშნული თემა ისტორიის სახელმძღვანელოებში.
26 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე სამოქალაქო განათლების
სტანდარტის განხილვაში.
2019 წლის 16 დეკემბერს ტოლერანტობის საერტაშორისო დღესთან
დაკავშირებით მე-73 კლასის მოსწავლეების
მონაწილეობით განვახორციელე პროექტი: ,,მე ვირჩევ თანასწორობას“.
2019 წლის 8 დეკემბერს ასევე განვახორციელეთ პროექტი
,,ერთად უკეთესია“,დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე -101კლასის
მოსწავლეებმა,რომელიც ჩატარდა პარტნიორ სკოლებთან
ერთად პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ხელმძღვანელობით.
2019 წლის 22 დეკემბერს
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ორგანიზებულ ლექციაში ,,ცვლილებები კონსტიტუციაში“ მივიღე აქტიური
მონაწილეობა.(ლექცია მიყავდა კონსტიტუციონალისტს
დიმიტრი გეგენავას)
ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში მოვამზადე გარე დაკვირვების
გაკვეთილის გეგმები მე-11 კლასისთვის (სულ 5გეგმა)და დროულად განვათავსე ესქულის ბაზაში ,ასევე ინფორმაცია მიეწოდა მოსწავლეებსაც
,გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების შესახებ ,2020 წლის 21 თებერვალს კი გავიარე
გარე დაკვირვება წარმატებით.
2020 წლის 12 მაისს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვებინარში ისტორიაში,:,,როგორ
გამოვიყენოთ და შევქმნათ ფლუმის მეთოდებით დავალებები Microsoft Forms-ში“,რომელსაც
უძღვებოდა ისტორიის ექსპერტი ლევან ახვლედიანი და ჯაბა ლაბაძე.
2020 წლის 20 მაისს მიწვეულ ვიყავი ,,მომავლის თაობის“
მიერ დაგეგმილ ონლაინ სამოდელო გაკვეთილზე,თემაზე:
,,პრობლემები საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემებისადმი“ ,რომელსაც
ატარებდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მე-5 საჯარო
სკოლის მასწავლებელი ეთერ მჭედლისშვილი,ონლაინ გაკვეთილზე სულ ესწრებოდა 20 მასწავლებელი
და ექსპერტთა ჯგუფი,ტიმსის პლატფორმის გამოყენებით,რამაც შემძინა გამოცდილება.
დისტანციურმა სწავლებამ
შეცვალა სასკოლო ცხოვრებაც,შესამამისად ჩვენც
ამ გამოწვევას დროულად ავუბით ფეხი.გადავედით დისტანციური სწავლების პროცესზე,სადაც
მაქსიმალურად ყველა ძალასა და ენერგიას ვხარჯავდით მოსწავლეტა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.შესაბამისად
ე.ს.გ-ის მიხედვით მოდიფიცირება განიცად შემაჯამებელმა სამუშაოებმაც.შემაჯამებელი შეფასება
ზედმიწევნით შეესაბამება ე.ს.გ-ის სასწავლო მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს. გავაანალიზე
დისტანციური სწავლების სუსტი და ძლიერი მხარეებიც,რომელიც აისახა შემაჯამებელ სამუშაოების შედეგებზე. მოსწავლეთა სუსტი
მხარეების გასაუმჯობესებლად სამომავლოდ დავგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს.გამოვიყენებ
განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად
შევაქებ და /ან წავახალისებ მოსწავლეს,როცა ის ამას იმსახურებს; ამავდროულად ,ვიქნები
კონსტრუქციული სხვა მოსწავლეების მიმართაც.
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრი:ქეთევან
დიასამიძე
26.06.2020
2019-20 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა და თვითსეფასება
მასწავლებელი ქ.დიასამიძე
,,ყველა ბავშვი ოქროა,ოღონდ უნდა აბრწყინო“
1.სასწავლო გარემო
1-ა. სისტემატურად ვიზრუნებ შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო,რომ
ბავშვებისათვის იყოს საინტერესო და მიზიდველი.ვითანამშრმლებ
მოსწავლეების მშობლებტან,კოლეგებტან და სპეციალისტებთან,რათა უკეთ გავიგო მოსწავლეების
საწიროებები.შევქმნი ისეთ სასწავლო გარემოს ,რომ მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება ,უკეთ
გაიცნონ და იზრუნონ ერთმანეთზე.ვიზრუნებ საკლასო
კულტურის დამკვიდრებაზე,აქცენტა გავაკეთებ მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, მაგრამ ამავე
დროს საჭიროებისამებრ მივცემ რჩევებს,თუ რა
უნდა გააკეთოს ხარვეზების გამოსასწორებლად. ყურადღებით მოვუსმენ მოსწავლეებს,გამოვიყენებ
აქტიური მოსმენის ტექბნიკას. მოსწავლის ნათქვამის უკეთ გასაანალიზებლად მოსმენის დროს
ყურადრებას მივაქცევ და გავითვალისწინებ ხმის ტემბრს, მიმიკას, ჯესტიკულაციას,სახის
გამომეტყველებას. და ა.შ. გამუდმებით ვიზრუნებ
შევქმნა ისეთი სასწავლო გარემო მოსწავლეებმა თავი გარიყულად არ იგრძნონ.თავიდანვე
ჩამოვუყალიბებ პიროვნულ ღირებულებებსა და ურთიერთთანამშრომლობაზე
დაფუძნებულ სასწავლო გარემოს,რომელიც ხელს შეუწყობს ხალისიან,ეფექტურ სასწავლო გარემოს.ამის
შესაქმნელად ყოველთვის მათ მიმართ ვიქნები კეთილგანწყობილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია
ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო
საგაკვეთილო,პოზიტიური გარემოს შექმნა.
ეფექტური სასწავლო გარემოს შესაქმნელად მოსწავლეებს მივცემ საშუალებას შეძლონ
საკუთარი მოსაზრებების არგუმენტირებულად დასაბუთება. ყველა მოსწავლეს მივუდგები ინდივიდუალურად,ჩემთვის
მნიშვნელოვანი იქნება თითოეული მოსწავლის ,როგორც პიროვნების ღირებულება და უნიკალურობა.სისტემატურად
გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას(ასევე სხვადასხვა ტერინგკურსიდან მიღებული ცოდნას,სპეციალისტების გამოცდილებას)კონფლიქტების
პრევენციისა და მოგვარებისათვის.ამის სრული გამოცდილება და მზაობა მაქვს.
1.ბ.მოსწავლემ,რომ თავისუფლად იგრძნოს თავი,ყოველთვის ვიზრუნებ,რომ
მუდამ აღმიქვან მათ პარტნიორად,გამუდმებით ხელს სევუწყობ მოსწავლეტა შორის ნდობასა
და პოზიტიური ურტიერტობის ცამოყალიბებას. მიმაჩნია ,რომ მოსწავლეს თავიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ
თანასწორუფლებიანობის განცდა და მისიი უზრუნველყოფა,ემპათიის გამომუსავება,ტოლერანტული
კულტურის ცამოყალიბება. სსსმ მოსწავლეტა კომუნიკაცია და ტანამშრომლობა ცემი ამოსავალი
წერტილია,ამიტომ სსსმ მოსწავლეს დავეხმარები საკუტარი სესაძლებლობის გამოვლენასა და რეალიზებაში. მიმაჩნია,რომ ამ მიმართულებით ვითანამშრომლებ
სპეც.მასწავლებელთან,მშობელთან, გამოცდილ სპეციალისტებტან(,,MAC GEORGIA”- იის ოკუპაციურ ტერაპიის
სპეციალისტებთან და საჭიროებისამებ ნეიროფსიქოლოგებთან) და გავიზიარებ მათ ცოდნასა
და გამოცდილებას.
1.გ -მიმაჩნია,რომ
ქცევის წესების შემუშავება მოსწავლეებთან ერთად
გაკვეთილის წარმართვის ერთერთი აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომ ყოველთვის ვიზრუნებ,რომ
წესები შევიმუშავო მათთან ერთად,ვინაიდან ამით პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარო
და ვასწავლო მათ მიერ შემუშავებული ,,კლასის
კონსტიტუციის პატივისცემა“,რითაც გამოვუმუშავებ საკუთარი თავის მართვის უნარს.იმისათვის
,რომ კლას კარგად იყოს ორგანიზებული,სისტემატურად ვაკვირდები მათთან ერტად წინასწარ
შემუშავებული ქცევის წესების დაცვას..საგაკვეთილო პროცესის დარღვევის შემთხვევაში ბგამოვიყენებ
არავერბალურ კომუნიკაციას და მივანიშნებ მის
დაცვასა და პატივისცემაზე.
1.დ-მიმაჩნია,რომ სხვადასხვა სასწავლო რესურსებისა და ფაზლების გამოყენება
გაამრავალფეროვნებს და საინტერესოს
გახდის გაკვეთილს,ამიტომ ყოველთვის ეფექტიანად
გამოვიყენებ მათ,რომლის განაწილებაც თანაბრად
მოხდება ყველა მოსწავლეზე. რესურსების გამოყენებისას შევეცდები შევარჩიო ისეთი სასწავლო
რესურსები,რომელიც მოსწავლის შესაძლებლობებზე, ინდივიდუალური საჭიროებებების გათვალისწინებით
შევარჩევ,რომელიც მათ მზაობაზე იქნება გათვალისწინებული,რაც ხელს შეუწყობს სწავლის
მოტივაციის ამაღლებას.რესურსებს გამოყენებ
დაგეგმილი აქტივობებისა და სასწავლო მიზნის
შესაბამისად.რესურსების განლაგებას საკლასო ოტახში მივუსადაგებ დაგეგმილ აქტივობებსა
და მოსწავლის საჭოროებებს.ასევე მოსწავლეებს ჩავრთავ რესურსების მოძიებასა და შექმნაში. მოსწავლეთა ინტერესის სფერო დღითიდღე
ფართოვდება,ამიტომ საჭიროა სულ სიახლეების ძიება,რათა გავაფართოვო მათი თვალსაწიერი,მათი სწრაფვა ,,გახდეს
ის,რაც უნდა რომ გახდეს“,ანუ გამოიყენოს თავისი შესაძლებლობა და მისწრაფებები,რათა მივაღწიო სასურველ შედეგს
2. სასწავლო პროცესის დაგეგმვა
2.ა ყოველთვის
დავგეგმავ გაკვეთილს ე.ს.გ-ის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.სპეციალისბთან ერთად წინასწარ განვსაზღრავ და დავგეგმავ ინდივიდუალური
გეგმის გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებსა და აქტივობებს.მოვარგებ ინდივიდუალურად
მათ საჭიროებებს და ვიმუშავებ წლის განმავლობაში.
გაკვეთილის დაგეგმვისას
გავითავლისწინებ შიდა და საგანთშორის კავშირებს,კლასის საჭიროებიდან გამომდინარე მოვახდენ
გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას.ასევე გავითვალისწინებ მოსწავლეთა წინარეცოდნას,მათ
გამოცდილებას,შესაძლებლობებსა და ინტერესებს.გაკვეთილის დაწყებისას ავუხსნი სასწავლო
აქტივობის მიზანს და მოსალოდნელ შედეგებს,ასევე მათი შესაძლებლობებისა და ინტერესებიდან
გამომდინარე დავგეგმავ კლასგარეშე აქტივობებს. მოსწავლეებს ჩავრთავ მთლიანად საგაკვეთილო
პროცესში,რომელიც მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე იქნება მორგებული.დავარწმუნებ მოსწავლეებს საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობის სარგებლიანობაში
და მათ შესრულებაში.თითოეულ მოსწავლეს გააზრებულად ჩავრთავ ამა თუ იმ დავალების შესრულებაში
და ავუხსნი მათ თუ რა მიზანს ემსახურება მათი ჩართვა.ასევე მოსწავლეს მივცემ შესაძლებლობას
შეაფასოს გაკვეთილის შედეგიანობა.
2.ბ.-ყოველთვის დავეხმარები მოსწავლეებს,წინასწარ
გააცნობიერონ სასწავლო მიზნები,დაინახონ მათი მიღწევის სარგებლიანობა. წინასწარ შევარჩევ
და შევთავაზებ მათ ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვის სასწავლო მასალას ასევე დამხმარე რესურსებს.დავგეგმავ
საკლასო აქტივობებს,რომლებიც გაკვეთილს უფრო
სახალისოს და საინტერესოს გახდის მოსწავლეებისათვის.
მოსწავლეებს ჩავრთავ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში საგნობრივ კონკურსებში, წრეებში,
კონფერენციებში, ღონისძიებებში და სხვა
მუდმივად შევეცდები
წავახალისო მოსწავლეთა ინიციატივები.მოსწავლეებს საშუალება მივცემ თავად მიიღონ მონაწილეობა
გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში. მოსწავლეებს
მივცემ შესაძლებლობას საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებაში და
საკუთარი არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობაში.მოსწავლეებს
მივცემ შესაძლებლობას გამოცდილების სწავლის საშუალებას საკლასო და კლასგარეშე პრაქტიკულ
საქმიანობაში ჩართვის გზით.მოსწავლეებს ჩავრთავ სხვადასხვა კვლევით საქმიანობაში,ასევე
წავახალისებ მათ ,გაუზიარონ სხვებს თავიანთი მიგნებები და დაიცვან თავიანთი შეხედულებები.
3.სწავლება
კომუნიკაციას.გავესაუბრები
მათთვის გასაგებ ენაზე ,მოვუსმენ და გავითვალისწინებ მათ მოსაზრებებს,არგუმენტებს,საუბრისას
შევარჩევ შესაბამის ინტონაციას და საჭიროებისამებს შევცლი საუბრის ტონს და ა.შ.რისი
საშუალებითაც მივაღწევ სასურველ შედეგს.მასალის ახსნისას ყურადრებას გავამახვილებ მნიშვნელოვან საკითხებზე,რათა უკეთ
დაიმახსოვრონ ინფორმაცია.ასევე განვიხილავ განსხვავებულ მოსაზრებებს შესასწავლ საკითხთან 3.ა-მასალის მიწოდების დროს მოსწავლეებთან
დავამყარებ ეფექტურ ვერბალურ დაკავშირებით. მოსწავლეებს თავს არ მოვახვევ საკუთარ მოსაზრებებს
.მათ მიეცემათ საშუალება განსხვავებულ კონტექსტში
გაიაზრონ ისინი. დავგეგმავ და განვახორციელებ სხვადასხვა საკლასო აქტივობებს
ახალი მასალის მიწოდებისა და მიღებული ცოდნის
განმტკიცების მიზნით. .დავეხმარები მათ არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშირებაში. შევეცდები მოსწავლეებმა გაითავისონ ის რასაც ვასწავლი და გამოიყენონნასწავლი
რეალურ ცხოვრებაში.ასევე გამოვიყენებ ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფორმას,მათ შორის,თვალსაჩინოებებს,რუკებს,ილუსტრაციებს,
საინფორმაციო ტექნოლოგიებს.სწავლების დროს
გამოვიყენებ მოდელირების მეთოდს.საკითხის
სწავლების დროს სხვადასხვა წყაროდან მოპოვებულ მრავალფეროვან ინფორმაციას,რადგან უფრო
მიმზიდველი და საინტერესო გახდეს სწავლება
შედეგზე გასასვლელად.
3.ბ- სწავლების
დროს გამოვიყენებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეება
განუვითარებს კრიტიკულ აზროვნებას,ვუბიძგებ მათ,იმსჯელონ ლოგიკურად და არგუმენტირებულად,
კრიტიკულად შეაფასონ როგორც სხვების,ისე საკუთარი აზრები და შეხედულებები,რითაც გამოიტანებენ სათანადო დასკვნებს.ასევე გამოვიყენებ სტრატეგიებს
,რომლებიც დაეხმარება მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის განსხვავებულ სიტუაციებში გამოყენების(ტრანსფერის)
უნარის განვითარებაში. მოსწავლეებს შევასწავლი სამუშაოს დაგეგმვას,განუვითარებ საკუთარი
სწავლის პროცესზე დაკვირვებისა და თვითშეფასების
უნარებს. ასევე ვასწავლი ხმამაღალი ფიქრის სტრატეგიებს,რაც დაეხმარება მათ სააზროვნო
პროცესების უკეთ გათვიცნობიერებაში, მოსწავლეებს დავუსვამ შეკითხვებს, შევთავაზებ პრობლემურ
საკითხებს,რითაც ხელს შევუწყობ მათ ჩართვას კამათში თუ აქტიურ დისკუსიაში. ასევე გამოვიყენებ
დიფერენცირებულ მიდგომებსა და სხვადასხვა სააზროვნო
უნარების განვითარებაზე მორგებულ შეკითხვებს.
4.სწავლების დროს შეფასების
გამოყენება
4.ა -
მოსწავლეებს გავაცნობ
შეფასების კრიტერიუმებს და მის შემუშავებაში სხვადასხვა აქტივობების დროს თავადაც ჩავრთავ
შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში, ვინაიდან მოლოდინი მათ ჰქონდეთმოლოდინი ,თუ რაში შეფასდებიან ისინი. ავუხსნი
მათ თუ რას ნიშნავს ხარისხიანი ნამუშევარი.
ყველა დაინტერესებულ
პირს,მათ შორის მშობლებს,კოლეგებს, და სხვა.მივაწოდებ
ინფორმაციას ,თუ რა ტიპის შეფასებას ვიყენებ,რა ვადებში,ასევე რა მეთოდებსა და ინსტრუმენტების გამოყენებით. ეროვნული მიზნებისა
და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შევარჩევ შეფასების სტრატეგიებს
სსსმ მოსწავლის პროგრესის შესაფასებლად.
4.ბ. სწავლის პროცესში გამოვყოფ მნიშვნელოვან ეტაპებს,განვსაზღრავ თითოეულ ეტაპზე
მისაღწევ შედეგებს და მიზნის შესაბამისად შევარჩევ
შეფასების ფორმებსა და მეთოდებს.მოსწავლეებს მიღწევის შესაფასებლად გამოვიყენებ შეფასების
სხვადასხვა მეთოდს,გამოკითხვა,პრეზენტაცია,კითხვების
დასმა და სხვა.დავეხმარები მათ სწავლის პროცესის
დაგეგმვის,მასზე დაკვირვებისა და თვითშეფასების უნარების განვითარებაში. მოწსავლეთა
ურთიერთშეფასება ძალიან მნიშვნელოვანია ,ამიტომ ვასწავლი მათ ურთიერთშეფასების გამოყენებას,რათა
ამ გზით შეძლონ ერთმანეთის სწავლის შედეგების
გაუმჯობესება. ასევე მივცემ საშინაო დავალებებს ,რომელიც დაეხმარება მათ დამოუკიდებლად
სწავლისა და მიღწეული შედეგების შეფასების გზით დაეხმაროს მათ სწავლის პროცესის დახვეწაში.
შემაჯამებელი შეფასება
ზედმიწევნით შეესაბამება ე.ს.გ-ის სასწავლო მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
გავაანალიზებ შემაჯამებელ სამუ
შაოს შედეგებს და მოსწავლეთა სუსტი მხარეების
გასაუმჯობესებლად დავგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს.გამოვიყენებ განმავითარებელი
შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად შევაქებ და /ან
წავახალისებ მოსწავლეს,როცაის ამას იმსახურებს; ამავდროულად,ვარ კონსტრუქციული სხვა
მოსწავლეების მიმართ.
No comments:
Post a Comment