სამოდელო გაკვეთილები


სამოდელო-პრობლემაზე ორიენტირებული

მასწავლებელი: ქეთევან დიასამიძე  /ნ----------          
  20.12.2018წ
ბათუმის 10 საჯარო სკოლა                                                               --
საგანი: ჩვენი საქართველო
სწავლების საფეხური :დაწყებითი
კლასი: 62
თემა: რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის ცხოვრების სტილი და  მიგრაციით გამოწვეული  პრობლემები
მოსწავლეთა პროფილი: 21
სპეციალური საგანმანათლებლო  საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
საგაკვეთილო პროცესში საზ.მეც. დაწ .(II) .3-5-6 გათვალისწინებით
მიმართულება: დრო,სივრცე და ცვალებადობა
                            ინიციატივა და მეწარმეობა
სტანდარტი
 საზ.მეც.(II)3. საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა
საზ.მეც.(II ).5. საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების გააზრება: ბუნებრივ მოვლენებზე ადეკვატირი რეაგირება და მათგან თავდაცვ
საზ.მეც. დაწყ.(II).6 ქვეყნის განვითარებისათვის ვაჭრობის ,სხვა ტრადიციული და ამჟამინდელი პროფესიებისა და საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიადა იმსჯელებენ რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე ,გაანალიზებენ მიგრაციის  პროცესის შესაძლო შედეგებს.
 დაადგენენ  რაჭა-ლეჩხუმში დღეს არსებული პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზებსა და ხერხებზე.
საჭირო წინარე ცოდნა    და უნარები
მოსწავლეებმა იციან საქართველოს სამხარეო ერთეულები.იციან ასევე რაჭა-ლეჩხუმის ბუნებრივ -გეოგრაფიული გარემო,მეურნეობის განვითარების დარგები
შეუძლით ისეთი ტერმინების განმარტება, როგორიც არის მიგრაცია
   რესურსი: საქართველოს ფიზიკური რუკა,  წიგნი, რვეული, თაბახის ფურცლები ,მარკერები და ფლირჩატები, დაფა, ცარცი,გრაფიკული ორგანაიზერები(სქემები).
კლასის ორგანიზების ფორმები: მთელი კლასი, ინდივიდუალური
შეფასება: მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შექმნილი ანალიტიკური შეფასების რუბრიკის საფუძველზე. (განმავითარებელი,განმსაზღვრელი)
(იხ. დანართი 1,2

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
აქტივობა #1.მისალმება. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.(სიის ამოკითხვა და პოზიტიური განწყობის შექმნა)
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების რუბრიკებს.მიზანი და რუბრიკები წინასწარ გაკრულია თვალსაჩინო ადგილას.


ინტერაქციული(კითხვა /პასუხი)
მთელი კლასი
ჟურნალი
2წთ
აქტივობა #2
წინარე ცოდნის გააქტიურება
ასოციაციური რუკა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებენ რაჭა-ლეჩხუმის ბუნებრივ გეოგრაფიულ გარემოს, გეოგრაფიულ მდებარეობას და ფიზიკურ-გეოგრაფიულ მახასიათებლებს,რის შემდეგადაც
        მასწავლებელი  პლიპჩარტზე წერს სიტყვა  მიგრაციას და მოსწავლეებს მიმართავს კითხვით: 
რა ასოციაცია გიჩნდებათ სიტყვა მიგრაციაზე?                   
რა მიზეზებმა შეიძლება განაპირობოს მოსახლეობის მიგრაცია?
რა განაპირობებს სტიქიური მოვლენის წარმოქმნას?







აქტივობის მისაღწევი შედეგი:

მოსწავლეების სავარაუდოდ გასცემენ პასუხებს:
მეწყერი,ზვავი,მიწისძვრა,გზების გაყვანა,ინფრასტრუქტურის გაუმართავობა,სახნავი მიწების არქონა ,სათიბები მოუსავლიანობა,ომიანობა,მძიმე პირობები,შიმშილი,ტექნიკის არ ქონა,არასპეციალისტები,სახლების მომზადება ცივი ზამთრისთვის,მცირე მიწები და ა.შ
მოსწავლის ნააზრევს დავიტან პლიპჩარტზე გამზადებულ სქემაზე


















ინტერაქციული
(კითხვა/პასუხი)








მთელი კლასი



ფიზიკური რუკა,ასოციაციური რუკა,მარკერი,პლიპჩარტი
სახელმძღვანელო







სქემა
პლიპარტი,მარკერი



6წთ
აქტივობა #3 ,,ნაბიჯი წარმატებისაკენ“
მთელ კლასს ვაძლევ შემდეგ დავალებებს: სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტსა  და წყაროებზე დაყრდნობით შეასრულონ შემდეგი დავალება მასწავლებლის მიერ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით
ინსტრუქცია 1:
მოსწავლეები გაეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ  ხალხურ ლექსს (წყარო2. გვ.94)და ამოწერენ იმ წინადადებებს,საიდანაც ჩანს თუ რა მიზეზით ტოვებდნენ რაჭველები საკუთარ მიწა-წყალს .შეადარებენ დაემთხვა თუ არა მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებები მიგრაციის შესახებ

აქტივობის მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები იმსჯელებენ რაჭა-ლეჩხუმის  პრობლემურ სიტუაციაზე, დაასახელებენ  მიგრაციის გამომწვევ მიზეზებს და დასახავენ პრობლემის მოგვარების გზებს.
მოსწავლეების მიერ გაცემული სავარაუდო პასუხი ლექსიდან :
დასახელებული მიზეზები:არა გვაქვს ბარად სახნავი,არცა სათიბი მთაშია.
ინსტრუქცია 2
ტექსტზე მუშაობა.ამოიწერონ ყველა ის საქმიანობა,რომელსაც რაჭველები გარე სამუშაოებზე მისდევდნენ და შეავსონ სქემა
აქტივობის მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები იმსჯელებენ თუ რა საქმიანობას მისდევენ რაჭველები,გასცემენ კითხვაზე პასუხს: თუ რატომ უწოდებდნენ რაჭველები  გარე სამუშაოზე წასვლას ,, მოსაგებში „ წასვლას.

მოსწავლეების მიერ გაცემული სავარაუდო პასუხები(მაგ:მეპურე,მხერხავი,მეზვრე,ვაჭარი,,მენახშირე,დურგალი)  გადააქვთ  სქემაზე

  
ინსტრუქცია 3.
მასწავლებელი აძლევს დავალებას: წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული წყარო 4-ი (გვ 95), ილია ჭავჭავაძის მოსაზრებას რაჭის შესახებ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრება თუ რა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ილია.

აქტივობის მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები იმსჯელებენ ილიას მოსაზრებაზე რაჭისა და რაჭველების თვისებების   შესახებ და გაანალიზებენ რა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ილია.

მოსწავლეების სავარაუდო პასუხები -ილიას აზრით ..მოსახლეობის გადინება“(წყაროდან გამომდინარე)


აქტივობა 4.პრეზენტაცია /დისკუსია:

მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას:
● რა დადებითი და უაროფითი შედეგები შეიძლება მოყვეს გარე სამუშაოებზე მოსახლეობის გასვლას?
-ასევე როგორ შეიძლება გადაიჭრას მთის მოსახლეობის პრობლემა.
-დღეს რაჭა-ლეჩხუმში მიგრაციის რა მიზეზებია?
-როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა აქტუალური პრობლების გადაჭრაში.თქვენ როგორ მოაგვარებდით ამ პრობლემას? 

მოსწავლის სავარაუდო პასუხები პრობლემის გადაჭრისათვის მაგ: გარემოს დაცვა, წერილობითი მიმართვიანობა სამხარეო ადმინისტრაციაზე პირობების გასაუმჯობესებლად,ინფრასტრუქტურის გამართულობა,  ,,მთის კანონში „ ცვლილებების შეტანა უკეთესი პირობების შესაქმნელად და მიგრაციის შესაჩერებლად  და  ა.შ

აქტივობის  მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მსჯელობის,ანალიზის, კრიტიკული აზროვნების უნარი

მოსწავლეების სავარაუდო პასუხები
დადებითი შედეგი
უარყოფითი შედეგი

-დასაქმდებიან და გაუჩნდებათ შემოსავალი


-მხარე მოსახლეობისაგან დაიცლება








ინდივიდუალური























































დისკუსია




ინტერაქციული
(კითხვა /პასუხი)

















მთელი კლასი























































მთელი კლასი













































სახელმძღვანელო


კალამი
თაბახის ფურცლები























მარკერები პლიპჩარტი

სქემა









































დაფა,ცარცი ან პლიპჩარტი,მარკერი





20წთ























































10წთ










აქტივობა 5. შეჯამება /შეფასება
რა იყო დღევანდელი გაკვეთილის მთავარი მიზანი და შედეგი:
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად შეაჯამებს თუ რომელია ყველაზე საჭირბოროტო პრობლემა კონკრეტული მხარისათვის ნასოფლარებში მოსახლეობის დასაბრუნებლად
ასევე გამოკვეთავენ მთავარ  პრობლემას რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის მიგრაციის შესაძლო მიზეზების შესახებ და  მათი  გადაჭრის გზების ძიებაზე

მოსწავლეები თავად დაასახელებენ ყველა იმ გზას,მაგ: ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეკოტურიზმის განვითარება,გზების გაყვანა,ვერთმფრენის რეისის დანიშვნა,სკოლის,კლინიკის და ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვა დაწესებულებების აშენება,სახლების მომზადება ცივი და ხანგრძლივი ზამთრისათვის,  რაც მათი აზრით მოაგვარებს მიგრაციის  პრობლემას რეგიონში.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს შევაფასებ წინასწარ შედგენილი რუბრიკის საფუძველზე.
აქტივობის შედეგი: მოვახდენთ იდეების შეჯამებას. მოსწავლეები განსაზღვრავენ მიღებული ცოდნის სარგებლიანობას დღევანდელ საქართვეთველოში არსებული პრობლემასა  და მისი გადაჭრის გზების ძიებაზე

პრობლემა


მიზეზი
გადაჭრის გზები


















მთელი კლასი




















სქემა







5წთ
აქტივობა 6.
საშინაო დავალება:ინტერნეტიდან  მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია  საქართველოდან მიგრაციული პროცესების შესახებ, მისი შესაძლო გადაჭრის გზების ძიებაზე და მოამზადონ წერილი სათაურით ,,მთის პერსპექტივები“- რაჭა-ლეჩხუმის  სამხარეო მერიის სახელზე, მოსახლეობის პრობლემის გადაჭრასა და სხვადასხვა ღონისძიებების გატარებაზე
პრეზენტაცია გააკეთონ  PPT- ში





მთელი კლასი


ისტ-ის გამოყენებით

2წთ

 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: განუვითარდებათ ანალიზის, მსჯელობის, წყაროებზე მუშაობის,თანამშრომლობისა და ჩართულობის,ასევე პრობლემის გადაჭრის,დასკვნებისა გამოტანისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.

შეფასება:განმავითარებელი, განმსაზღვრელი .

დანართი 1
მოსწავლეთა  საკლასო  შეფასების -ანალიტიკური რუბრიკა
კრიტერიუმი
სუსტად
ნაწილობრივ
კარგად
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს იშვიათად

მონაწილეობს შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში

აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი  ყველა აქტივობებში.

ტექსტისა და წყაროს ანალიზი.
ვერ აკეთებს ტექსტისა და წყაროს ანალიზს
აანალიზებს ტექსტს და წყაროებს მცირედი შეცდომებით
უშეცდომოდ აანალიზებს ტექსტსა და წყაროებს.

არგუმენტაცია
მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ იყო პრობლემის არსის გამომხატველი
მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ძირითადად ადასტურებდა კლასის  მიერ მომზადებული პრობლემის არსს, თუმცა ზოგჯერ ზერელე იყო
მოსწავლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ადასტურებდა მის მიერ მომზადებული პრობლემის არსსა და მიზეზებს

დანართი 2
შეფასების ანალიტიკური რუბრიკა

მ ი ღ წ ე ვ ი ს  დ ო ნ ე ე ბ ი

კრიტერიუმი
1
2
3
4

 მოსწავლე მსჯელობს რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობის მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე ,გაანალიზებენ მიგრაციის  პროცესის შესაძლო შედეგებს
მოსწავლე ვერ მსჯელობს მოსახლეობის მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე,ვერ აანალიზებს შედეგს.


მოსწავლე მსჯელობსრაჭა-ლეჩხუმის მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე მაგრამ უშვებს მრავლობით შეცდომებს,

მოსწვლე მსჯელობს მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე აანალიზებს საკითხს და უშვებს მცირე შეცდომებს.
მოსწავლე უშეცდომოდ მსჯელობს მიგრაციის გამომწვევ მიზეზებზე,აანალიზებს შესაძლო შედეგებს.

მოსწვლე ადგენს
პრობლემის მოგვარების გზებს.






მოსწავლე ვერ ადგენს პრობლემის მოგვარების გზებს.






მოსწავლეადგენს ამა თუ იმ პრობლემას მაგრამ უშვებს მრავლობით შეცდომებს.






მოსწავლე ადგენს პრობლემის მოგვარების გზეს, უშვებს მცირე შეცდომებს.





მოსწავლე უშეცდომოდ ადგენს პრობლემის მოგვარების გზებს.










ჩვენი საქართველოს მასწავლებელი: ქეთევან დიასამიძე.
20.12.2018წელი

























 სამოდელო  გაკვეთილის გეგმა
პედაგოგი:  ქეთევან დიასამიძე   პ/ნ 61002016771    10.12.2018
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო;  VII3
მოსწავლეთა რაოდენობა: 35
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:  ჯვაროსნული ლაშქრობები
გაკვეთილის ტიპი-(პრობლემაზე ორიენტირებული)
გაკვეთილის  მიზანი :მოსწავლეები იმსჯელებენ ჯვაროსნული ლაშქრობების მიზეზებზე, გაანალიზებენ მასში მონაწილე სუბიექტების  მიზნებს და შეაფასებენ ამ  ლაშქრობების შედეგებს.
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები გამოკვეთავენ პრობლემას - კერძოდ ნამდვილად იყო თუ არა რელიგიური მოტივი ჯვაროსნული ლაშქრობების  მთავარი მიზეზი, და რომ რეალურად ეკონომიკურმა ფაქტორებმა განსაზღვრეს ამ პროცესის დაწყება. მათ განუვითარდებათ არგუმენტირებული და კრიტიკული აზროვნების, დისკუსიის სწორად წარმართვის და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
მიმართულება:  გარემო და ეკონომიკა
                              კულტურა და რელიგია
ესგ-ს ისტორიის სტანდარტით განსაზღვრული სასწავლო წლის  ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ისტ: VII.6. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიო ისტორიულ პროცესებზე მსჯელობისას ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობის გააზრება.
●კლასში ჯგუფური ან ინდივიდუალური მუშაობისას ირჩევს ორ განსხვავებული სოციალური სტრუქტურის საზოგადოებას.ადარებს მათ ზნე-ჩვეულებებსა და  ტრადიციებს
●წყაროებისა და ლიტერატურის მოშველიებით მოიძიებს ინფორმაციას ამა თუ იმ ქვეყნის მცხოვრებთა  ყოფისა და ტრადიციების შესახებ, ადარებს მათ ერთმანეთს:
ისტ: VII.9. მოსწავლეს შეუძლია გაიაზროს რელიგიის მნიშვნელობა საზოგადოების ცხოვრებასა და მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
●სახელმძღვანელოს,დამატებითი ლიტერატურისა,თუ ვიზუალური მასალის საფუძველზე საუბრობს სხვადასხვა ეპოქის საზოგადოების რელიგიებზე
●კლასში დისკუსიისას მსჯელობს  თუ რა გავლენას ახდენდა  რელიგია  ოჯახურ ყოფაზე ადრე  და რა გავლენას ახდენს იგი დღეს
საჭირო წინარე ცოდნა და უნარები:მოსწავლეებმა იციან ისტორიის ასპარეზზე ახალი თურქ-სელჩუკთ ტომების წარმოშობისა და გაერთიანებისა ისტორია.ასევე იციან  მათი გამუდმებული თავდასხმების ისტორია მეზობელ სახელმწიფოებზე.შეუძლიათ მსჯელობა საქართველოსა და ბიზანტიის მაგალითზე

რესურსი: რუკა, სახელმძღვანელო,დამატებითი წერილობითი წყაროები, პლიპჩარტი,მარკერები

#
                                              აქტივობა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
1

მისალმება.ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაკლასში საგაკვეთილო განწყობის შექმნა
მასწავლებელი მოაგვარებს საორგანიზაციო საკითხებს, ხოლო შემდეგ სთხოვს მოსწავლეებს  გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება საგაკვეთილო პროცესის მიმართ, ოღონდ მოსწავლეებმა  ეს უნდა გააკეთონ არავერბალურად (ჟესტებით, მიმიკებით).


ინტერაქციული
(კითხვა/პასუხი)
ვერბალური,
არავერბალური
მთელი კლასი

საკლასო ჟურნალი,
1წთ


2.








მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზნებს
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.,რომელიც თვალსაჩინო ადგილას იქნება განთავსებული











ვერბალური

მთელი კლასი
გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა დიდი ფორმატზე დაწერილი და გაკრული თვალსაჩინო ადგილას.

1წთ





3.
აქტივობა N-1
მასწავლებელი გადადგამს პირველ ,,ნაბიჯებს წარმატებისაკენ“,ქმნის პოზიტიურ საკლასო გარემოს და მოსწავლეებს მიმართავს  წინარე ცოდნის გასააქტიურებლად  შემდეგი კითხვებით
წინარე ცოდნის გააქტიურება:
1. რომელი სახელმწიფო გაძლიერდა XI საუკუნის შუა ხანებში მახლობელ აღმოსავლეთში?
2. აღმოსავლეთის რომელი ქვეყნებისთვის იქნებოდა საშიში თურქ-სელჩუკების გაძლიერება?
3. გაიხსენეთ, ვის და ვის შორის მოხდა 1071 წელს მანასკერტის ბრძოლა და რა შედეგით დასრულდა ის?
4. ხომ არ იცით,  რას უწოდებენ ჯვაროსნულ ლაშქრობებს და თქვენი ინფორმაციით, რა გახდა ამ მოვლენის დაწყების მიზეზი?

აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

მოსწავლეეები იმსჯელებენ თურქ-სელჩუკთა დაპყრობებზე და ჯვაროსნული ლაშქრობის მიზეზებზე



სახელმ-ძღვანელო,
პლიპჩარტი,მარკერები
5წთ
4.
აქტივობაN-2
მინი-ლექცია რუკის გამოყენებით:  ჯვაროსნული ლაშქრობები,
Mmaswavlebeli ასევე პარალელებს ავლებს საქართველოსთან.
მოსწავლეებს აწვდის იმ დროინდელ საქართველოში არსებულ ვითარებას:საქართველო და თურქ-სელჩუკები

აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

მოსწავლეები გაეცნობიან ჯვაროსნული ლაშქრობის მიმდინარეობას და იმ პერიოდის საქართველოში შექმნილ ვითარებას

  მინი-ლექცია
მთელი კლასი
saswavlo ruka-Turq-selCukebi da jvarosanTa laSqrobebi

5წთ.

5.

აქტივობა N- 3
ჯგუფური სამუშაო
დამატებით წერილობით წყაროებზე მუშაობა, კითხვებზე პასუხების გაცემა:
კლასი დაიყოფა ხუთ  ჯგუფად. ყველა ჯგუფს დაურიგდებათ თითო, სულ 5  წყარო. ტექსტის მიხედვით ისინი პასუხს გასცემენ მასწავლებლის  მიერ მომზადებულ სამი დონის თითო შეკითხვას. გთავაზობთ ამ შეკითხვების დონეებს:
I დონე - ფაქტობრივი შეკითხვები - მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს ტექსტში მოცემული ფაქტების დადგენასა და გაგებას;  
კითხვები განსჯისთვის:
●რა მიზანი ჰქონდა,რომის პაპს ,როდესაც ევროპელებს ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდა?
●რატომ გახდა კათოლიკური ეკლესია ჯვაროსნული ლაშქრობების ორგანიზატორი?
ra molodini hqonda romis paps urban meores?
●სინამდვილესი რა ზრახვები ამოძრავებდა პაპს?
II დონე - ლოგიკური შეკითხვები -მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს ტექსტის რომელიმე მონაკვეთის (შესაძლებელია ეს იყოს წინადადება, აბზაცი ან ტექსტის საინტერესო ნაწილი) ანალიზის და ინტერპრეტაციის საშუალებას;
●რა იყო ჯვაროსნული ლაშქრობების მიზანი და
რატომ მონაწილეობდნენ ლაშქრობებში მოხალისეებად რაინდები, ვაჭრები,გლეხები?
III დონე - უნივერსალური შეკითხვები -   მიმართულია მოსწავლეთა შორის პრობლემის გამოკვეთაზე და დისკუსიის პროვოცირებისკენ, რომლებიც აბსტრაქტულ იდეებსა და პრობლემებს ეხება.

●რა პრობლემებითა და მიზეზებით  იყო განპირობებული ჯვაროსანთა ჩართვა ომში?
თქვენის აზრით,თურქთა მიერ ბიზანტიის მიწების  მიტაცება ომის მიზეზი იყო თუ საბაბი?


აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მოსწავლეები იმსჯელებენ ჯვაროსნული ლაშქრობის მიზეზებზე, გაანალიზებენ მასში მონაწილე სუბიექტების რეალურ მიზნებს











შეკითხვის დონეები



ჯგუფუ-რი მუშაობა


დამატები-თი წერილობი-თი წყაროები





10წთ.
6.
აქტივობა N-4
პრეზენტაცია და დისკუსია.
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია. ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს -  პასუხებს შეკითხვებზე. უნივერსალური (პრობლემის ირგვლივ)  შეკითხვების ირგვლივ გაიმართება
 სადისკუსიო კითხვა:
 როგორ ფიქრობთ , რა ფაქტორებმა განაპირობეს ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება  და რა შედეგები ჰქონდა ჯვაროსნულ ლაშქრობებს დასავლეთ ევროპის ხალხებისათვის(მოსწავლეები ყურადღებას გაამახვილებენ აღმოსავლეთის ზეგავლენის გაზრდაზე ევროპაში)

აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები I და  IV ჯვაროსნული ლაშქრობის მიზეზების და შედეგების ანალიზის საფუძველზე იმსჯელებენ  მსოფლიო ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური  და რელიგიური ფაქტორების გავლენაზე.
ყურადღებას გაამახვილებენ აღმოსავლეთის ზეგავლენის გაზრდაზე ევროპაში)

პრეზენტაცია, დისკუსია
ჯგუფური
პრეზენტაციის დროს რელამენტისთვის გამოყენებულ იქნება ქვიშის საათი,
დამატები-თი წერილობი-თი წყაროები






15წთ.
7.
აქტივობა N-5
შეჯამება-შეფასება.
 შევაჯამებ დისკუსიის შედეგებს. განმავითარებელი შეფასების შესაბამისი რუბრიკით
 შევაფასებ ჯგუფურ მუშაობას, მათ თანამშრომლობას, პრეზენტაციას და  დისკუსიას - მოსწავლეებმა რამდენად შეძლეს პრობლემის გამოკვეთა  და მისი გაანალიზება.

ქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი:

მოსწავლეები  შეადარებენ ჯვაროსნულ ლაშქრობების მიზეზებსა და შედეგებზე და იმსჯელებენ  მსოფლიო ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური  და რელიგიური ფაქტორების გავლე-ნაზე.


განმავითარებელი შეფასება
მთელი კლასი


5წთ.
8.
აქტივობა N-6
საშინაო დავალება.
სახელმძღვანელოს ტექსტსა და დამატებითი მასალების საფუძველზე ცხრილში შეადარეთ I, III და IV ჯვაროსნული  ლაშქრობის საბაბი, მიზეზები და შედეგები  და დაწერეთ
 ესე: გამართლებულია თუ არა ხელისუფლებისათვის ბრძოლა( ესეში უნდა გამოყოთ ორივე პოზიცია: გამართლებულია,გაუმართლებელია და დაამატეთ თქვენი აზრი ანუ რას ფიქრობთ  ამ საკითხთან დაკავშირებით?)
როგორია თქვენი პოზიცია იქედან გამომდინარე ,რომ  ,,საკუთარი პოზიციის გასამყარებლად  და გასამდიდრებლად მოუწოდო სხვებს სახალხო აჯანყებისაკენ“.

დავალება წარმოადგინონ შემდეგ გაკვეთილზე

აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
მოსწავლეები  შეადარებენ ჯვაროსნულ ლაშქრობების მიზეზებსა და შედეგებზე და იმსჯელებენ  მსოფლიო ისტორიულ პროცესებში ეკონომიკური  და რელიგიური ფაქტორების გავლენაზე გამოიტანებენ შესაბამის დასკვნებს.

საშინაო დავალება
გრაფიკული ორგანაიზერების (ცხრილის)გამოყენებით

მთელი კლასი


3 წთ.


შეფასება: განმავითარებელი (ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა, თანამშრომლობა,პრეზენტაცია,დისკუსია,
არგუმენტაცია და პრობლემის )
შეფასების რუბრიკა თან ახლავს გეგმას დანართი 1 და დანართი 2-ის სახით
10.12.2018წ   
 მასწ-ლის ხელმოწერა:ქ.დიასამიძე
დანართი  1
ჯგუფური მუშაობის, პრეზენტაციის და დისკუსიის შეფასების ანალიტიკური  რუბრიკა
(განმავითარებელი შეფასება)
კრიტერიუმი
სუსტად
ნაწილობრივ
კარგად
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
ვერ მოახერხეს ჯგუფურად მუშაობა; ძირითადად აქტიურობდა ერთი ან ორი მოსწავლე, ლიდერი
ჯგუფურ მუშაობაში ჩართული იყო თითქმის ყველა წევრი, თუმცა  მათი მონაწილეობის ხარისხი არ იყო თანაბარი
ჯგუფის ყველა წევრმა თავის წვლილი შეიტანა შესრულებულ სამუშაოში
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლებთან,ჯგუფებში მუშაობის დროს
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს
ყოველთვის თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფებში მუშაობის დროს.
პრეზენტაცია
წარმოდგენილი პასუხები არ იყო რელევანტური ან ხშირად აცდენილი იყო რეალობას
პასუხების დიდი ნაწილი კარგად ასახავდა პრობლემის არსს, თუმცა ზოგჯერ დაშვებული იყო შეცდომები
წარმოდგენილი პასუხები ძირითადად ასახავდა პრობლემას და პასუხობდა შეკითხვებს
დისკუსიის წესები
დისკუსიის დროს ჯგუფის ლიდერი არ იცავდა დიკუსიის წესებს, არ აცდიდა და აწყვეტინებდა  საუბარს ოპონენტებს
ძირითადად იცავდა დისკუსიის წესებს, არ აწყვეტინებდა საუბარს ოპონენტებს, თუმცა ზოგჯერ არ იცავდა დროის ლიმიტს
ჯგუფის ლიდერი იცავდა დისკუსიის წესებს, არ აწყვეტინებდა საუბარს ოპონენტებს,  იცავდა დროის ლიმიტს
არგუმენტაცია
მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ იყო პრობლემის არსის გამომხატველი
მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ძირითადად ადასტურებდა ჯგუფის მიერ მომზადებული პრობლემის არსს, თუმცა ზოგჯერ ზერელე იყო
ჯგუფის ლიდერის  მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ადასტურებდა ჯგუფის მიერ მომზადებული პრობლემის არსსა და მიზეზებს


1 comment:

  1. კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.

    ReplyDelete