საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა
2023-24 სასწავლოლო წლის წლიური ანგარიში
ქეთევან დიასამიძის 2023-24 სასწავლო წელს განხორციელებული აქტივობები
ქ.ბათუმის N-10 საჯარო სკოლა
2023-24 სასწავლო წელს დაგეგმილი სამოქმედო გეგმის მიხედვით სისტემატურად ვზრუნავდი შემექმნა ისეთი სასწავლო გარემო,რომ ბავშვებისათვის ყოფილიყო საინტერესო და მიმზიდველი.ვთანამშრმლობდი მოსწავლეების მშობლებთან,კოლეგებთან და სპეციალისტებთან,რათა უკეთ გამეგო მოსწავლეების საჭიროებები.შევქმენი ისეთ სასწავლო გარემოს ,რომ მოსწავლეებს მიცემოდათ საშუალება უკეთ გაცნობოდნენ და ეზრუნათ ერთმანეთზე.მთელი წლის განმავლობაში ვზრუნავდი საკლასო კულტურის დამკვიდრებაზე,აქცენტს ვაკეთებდი მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, მაგრამ ამავე დროს საჭიროებისამებრ ვაძლევდი რჩევებს,თუ რა უნდა გაეკეთებინათ ხარვეზების გამოსასწორებლად. ყურადღებით ვუსმენდი მოსწავლეებს,სასწავლო პროცესში ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას გამუდმებით ვზრუნავდი,რომ შემექმნა ისეთი სასწავლო გარემო რომ მოსწავლეებს თავი გარიყულად არ ეგრძნოთ.თავიდანვე ვუყალიბებდი ისეთი უნარების განვითარებას,რომელიც ხელს უწყობდა პიროვნულ ღირებულებებსა და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ხელშეწყობას.ყოველთვის მათ მიმართ ვიყავი კეთილგანწყობილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო საგაკვეთილო,პოზიტიური გარემოს შექმნა. გამუდმებით ხელს ვუწყობდი მოსწავლეთა შორის ნდობასა და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მიმაჩნია ,რომ მოსწავლეს თავიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ თანასწორუფლებიანობის განცდა და მისი უზრუნველყოფა,ემპათიის გამომუშავება,ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბება.
ვიყენებდი სხვადასხვა სასწავლო რესურსებსა და ფაზლებს,ასევე კომპლექსურ დავალებებს,რომელიც საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა ჩემს გაკვეთილს. რესურსების გამოყენებისას შერჩეული იყო ისეთი სასწავლო რესურსები,რომელიც მოსწავლის შესაძლებლობებზე, ინდივიდუალური საჭიროებებებზე იყო მორგებული,რაც ხელს უწყობდა სწავლის მოტივაციის ამაღლებას. გაკვეთილს ვგეგმავდი ე.ს.გ-ის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით
და ასევე ვმუშაობდი გამჭოლ კომპეტენციებზე.
განვახორციელე არაერთი საგანმანათლებლო,სასწავლო,სოციალური თუ
შემეცნებითი პროექტები.ამ
მხრივ გამოვარჩევდი პროექტ ,,მეგობრობის ხიდ-ს“,რომელსაც მთელი წლის
განმავლობაში ვახორციელებდით პროექტის ავტორთან ერთად.პროექტში დაახლოებით 950- მდე მოსწავლე იყო
ჩართული სხვადასხვა აქტივობებში მთელი წლის
განმავლობაში სკოლის მაშტაბით .პროექტი ითვალისწინებდა ასევე სკოლის გარეთ აქტივობებსაც,რომელსაც წარმატებით ვახორციელებდი.სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის სიუპრიზებს ვუმზადებდით სკოლაში დასაქმებულ ტექნიკურ პერსონალსა და
მანდატურებს.მათი ჯერ
სტანდარტული,შემდეგ გაოცებული და
ბოლოს გახარებული სახეები სიტყვების გარეშე გადმოსცემდა მათ
გრძნობებსა და ემოციებს.პროექტი,როგორც ზემოთ მოგახსენეთ საკმაოდ მასიური აღმოჩნდა.პროექტის განხორციელებაში ხელს
გვიწყობდნენ მოსწავლეთა მშობლებიც.დიდი
შრომისა და მონდომების შედეგად ისინი მცირე ფასიანი საჩუქრებითა და
სიგელებით დავაჯილდოვეთ,რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური წესების და
სისუფთავისა და უსაფრთხოების დაცვაზე(ფოტომასალა იხილეთ ქვემოთ),უნდა ავღნიშნო,რომ
ჩვენს მიერ ჩვენს მიერ
სხვადსხვა პერიოდში განხორციელებული აქტივობები შედეგს ვერ
გამოიღებდა ,რომ არა
მოსწავლეთა დაინტერესება და
მაღალი ჩართულობა.(ქვემოთ გიზიარებთ განხორციელებული აქტივობების ლინკს)
ასევე პროექტის ფარგლებში მოეწყო საახალწლო კარნავალი,პროექტის ფარგლებში
7-დ,7-ე,7-ვ,7-ზ,8-გ,8-ზ კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქობულეთის და
კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში ჩაუტარდათ ცნობიერებია ამაღლების მიზნით დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის შესახებ. დაათვალიერეს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის სფაგნუმიანი ჭაობი.განახორციელეს 500 ძირი ნერგის დარგვა ამავე ტერიტორიაზე.ასევე ეწვივნენ აწარის სატყეო სააგენტოს ,სადაც ჩაუტარდათ ტრერინგი .
პარალელურ რეჟიმში ასევე განვახორციელე პროექტები ,,უძველესი ადამიანი და
მისი საქმიანობა“ ,მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში განთავსებულ არტეფაქტებს,ასევე განვახორციელეთ პროექტი ,,ერთი დღე
მუზეუმში“.ვეწვიეთ მაჭახელას ხეობაში ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზემსა და რკინის სამჭედლოს,სადაც მოსწავლეებმა თავად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა რკინის მასალის გამოდნობაში და
ისწალეს მისი გამოდნობის წესი,აქვე
ჩაუტარდათ სახალისო აქტივობები,აქვე
მოირგეს ქართული იარაღ-საჭურველი,აბჯარი,ჯაჭვის პერანგი ,მუზარადი,გაიგეს მისი დამზადების აქტუალობას იმ
პერიოდში,თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო
ქვეყნის თავდაცვითუნარიანობისთვის ,გაეცნენ მაჭახელას თოფის დამზადები ისტორიას.7 დ,ე,ვ,ზ კლასის მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა საკუთარი ინტერესებისა
და
მისწრაფებების რეალიზებაში და საკუთარი არჩევანის
გამოხატვის
შესაძლებლობაში, კლასგარეშე პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის გზით.მოსწავლეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა საქმიანობაშიც,დაასაუფთავეს მიმდებარე
ტერიტორია.მიზანი
იყო გარემოზე
ზრუნვა,დაცვა
და მისი
მნიშვნელობა,რათა
მომავალში შეეძლოთ გარემოსდაცვითი პრობლემების გაანალიზება და
მათ გადაჭრაში
აქტიური მონაწილეობა,ასევე გაცნობოდნენ ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდემარეობას.გვქონდა
ინტერაქციული მეთოდის
გამოყენებით აქტივობები,რის შემდეგაც
მათ შეძლეს
ჩვენი წარსულის
ისტორული ფაქტებისა
და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში
გააზრება და
გადმოტანა თანამედროვე ჭრილში.ჩამოუყალიბდათ მზრუნველი დამოკიდებულება ისტორიულ ძეგლებზე
და გარემოს
დაცვაზე.გასვლითი
ღონისძიები წესებზე
ვთანხმდებით წინასწარ,რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა და
გააზრება იმისა
თუ დღეს
რამდენად შეიძლება
შემოსავლის წყაროდ
იქცეს ქვექნის
ბიუჯეტის შესავსებადაც,ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ ფაქტორებზეც.მსგავსი ტიპის
ღონისძიება ჩატარდა
ასევე პეტრას
ციხეზე.
რაც შეეხება სხვა
აქტივობებს 7-ზ,8-გ,9-გ კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა
ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და კონკურსში
ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში,აიღეს პირველი ადგილი .ასევე
მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ გამოცხადებულ ოლიმპიადაში,სადაც
მოახდინეს თავიანთი ცოდნის ტრანსფერირება და მიიღეს გამოცდილება.
მინდა მოგახსენოთ ასევე რომ 35 მოსწავლეს მონაწილეობა მივაღებინე
ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის სპეციალურ პროგრამაში,რომელიც
ჩატარდა 24 თებერვალს ქი ქონსალთინგის ორგანიზებით.არასასკოლო აქტივობებში მოსწავლეთა
მარალი ჩართულობისთვის გადმომეცა წარმატებული პარტნიორი პედაგოგის სერტიფიკატი,მოსწავლეების
განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის.
(KEY
KONSULTIGIN-ხელმძ-ლი: ლ.ოხანაშვილი. ფოტომასალა იხილეთ ქვემოთ.)პროექტის
მიზანი იყო: მოსწავლეებში გუნდურობის, გაძლიერება,კლასელებს შორის კომუნიკაციების გაუმჯობესება,მოსწავლეების ერთი
მიზნისკენ სწრაფვა,სისწრაფისა და
დროის მართვის უნარების გაუმჯობესება, ხელშეწყობა, მეხსიერების გაუმჯობესების ხელშეწყობა.ასევე ისეთი უნარების განვითარება როგორიცაა : ემპათია,ლიდერობა,ჰუმანურობა,მოტივაცია,კომუნიკაბელურობა,თავდაჯერებულობა,არგუმენტირებული მსჯელობა.(ფოტომასალა იხილეთ ქვემოთ)
ასევე მონაწილეობას
ვღებულობდი გლობალური განათლების საერთაშორისო
ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრერინგებში,სემინარებში,რომლის შემდეგ არაერთი
აქტივობები განვახორციელე.(დამადასტურებელი
სერტიფიკატი იხილეთ ქვემოთ).
26 სექტემბერს აქტიური
მონაწილეობა მივიღე თემატურ შეხვედრაში
-,,სამართლის საკითხებში“-სამოქალაქო განათლების მიმართულებით,მაღალი ჩართულობისთვის
გადმომეცა დამადასტურებელი სამადლობელო წერილი,რომელიც ორგანიზებული იყო სამოქალაქო
განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ.
ტრერინგის გავლის
შემდეგ განვახორხციელე საკლასო პროექტი: ,,ძლიერები არ ძალადობენ“.
წარმატებით გავიარე ტრერინგ-კურსი ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს პოპულარიზაცისს საკითხებში,რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივის მიერ.
ვფიქრობ რომ ჩემს
მიერ დაკისრებულ მოვალეობებს ვასრულებ პირნათლად.მოსწავლეებს ვაძლებ შესაძლებლობებს,
რომ არამარტო საკლასო სივრცეში მიიღონ სწავლ-განათლება,
არამედ აქტიურად ჩაერთონ პროექტულ სწავლებაში,რომელიც დაეხმარება
მათ საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებაში და სამომავლოდ საკუთარი არჩევანის გამოხატვის შესაძლებლობაში.
N-
|
საჭიროება
|
აქტივობა
|
პერიოდი
|
აქტივობის განხორციელების ინდიკატორი
|
კომენტარი/შენიშვნა
|
1
|
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ ან სხვა ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული/რეგისრტირებული ტრერინგის გავლა
|
დამოუკიდებელი მუშაობა
ტრერინგის დასწრების ხანგრძლივობა და მუშაობა
|
სექტემბერი-ივნისი
|
თვითშეფასების ცხრილი
კოლეგების მიერ მოწოდებული უკუკავშირი
|
|
2
|
მასწავლებლის მიერ სხვა ინიცირებული დამატებითი საქმიანობა
ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება
|
გეგმის შემუშავება და განხორციელება
|
სექტემბერი-ივნისი
|
თვითშეფასების ცხრილი
|
|
3
|
საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა
მართვა/მენეჯმენტობა
|
შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა და განტავსება ბლოგზე
|
სექტემბერი ივნისი
|
თვითშეფასების ცხრილი
|
|
შეფასების ჯგუფისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია
|
|||||
4
|
სასწავლო ან სოციალური პროექტები,მათ შორის მშობლებთან
და თემთან მუშაობა.
ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ისტორია სამოქალაქო
განათლების გაკვეთილზე
|
მოსწავლეთა ჩართულობა
|
სექტემბერი-ივნისი
|
შეფასების ჯგუფის უკუკავშირი
|
|
გეგმის წარდგენა შეფასების ჯგუფისათვის
|
თვითშფასება
|
||||
5
|
კონკურსებისათვის,ოლიმპიადებისათვის შეჯიბრებისათვის
მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება.
|
მოსწავლეთა ჩართულობა
|
სექტემბერი ივნისი
|
||
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება/მოტივაციის ამაღლება
|
|||||
6
|
გაკვეთილის წარმართვა,რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს
შეფასების ჯგუფი-სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.(სულ ორი გაკვეთილი.) თითო კრედიტქულიანი
|
გაკვეთილის გეგმის შემუშავება
|
სექტემბერი-ივნისი
|
თვითრეფლექსია
|
|
შემუშავებული გაკვეთილის გეგმის წარდგენა შეფასების
ჯგუფისათვის და კონსულტირება
|
გაკვეთილზე დაკვირვების შეფასების ჯგუფის მიერ მოწოდებული უკუკავშირი
|
||||
7
|
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა(2კრ)
|
კვლევის წარდგენა შეფასების ჯგუფისათვის
|
სექტემბერი-ივნისი
|
თვითრეფლექსია,დაკვირვების შეფასების ჯგუფის უკუკავშირი
|
|
8
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა ან მასში მონაწილეობა
|
სექტემბერი-ივნისი
|
სექტემბერი
|
||
9
|
სსსმ მოსწავლეებთან ეფექტური მუშაობის სტრატეგიების
ფლობა
სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა წლის განმავლობაში(სულ
7 მოსწავლე)
ინკუზიური განათლების პრინციპების ცოდნა და სასწავლო
პროცესში გამოყენება
|
შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება,საჭიროებიდან გამომდინარე
რესურსების შექმნა
|
სექტემბერი,ივნისი
|
თვითშეფასება
|
|
კათედრაზე საკითხის განხილვა და გამოცდილების გაზიარება,სპეც.მასწ-თან , მშობელთან
თანამშრომლობა,
მოსწავლეთა ჩართულობა,
ინდ.გეგმების შემუშავება და მონიტორინგი-სწავლის პროცესის
შეფასება
|
სექტემბერი-ივნისი
|
კოლეგების მიერ მოწოდებული უკუკავშირი, მშობლის უკუკავშირი
|
10
|
სსიპ.საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ-მასწავლებელი
მეგზური ევროპისაკენ
|
შესაბამისი თემის დამუშავება
|
ოქტომბერი-ივნისი
|
თვითშეფასება
|
|
11
|
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება,დამატებით აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა
|
იანვარი-ივნისი
|
თვითშეფასება კოლეგების უკუკავშირი
მოსწავლეების უკუკავშირი,მშობელთა უკუკავშირი
|
|
12
|
სტუდენტის/სტუდენტების კონსულტირება
|
გაკვეთილის გეგმის გაცნობა დაკვირვება,შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
და წარდგენა
|
ოქტომბერი-ივნისი
|
||
13
|
თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება
|
გეგმის შემუშავება,სხვადასხვა ლიტერატურის დამუშავება
|
სექტემბერი -ივნისი
|
თვითშეფასება
|
|
14
|
PH internacionali-მომავლის თაობა
|
სექტემბერი -ივნისი
|
|||
15
|
კონფერენცია
|
შესაბამისი თემის დამუშვება
|
სექტემბერი ივნისი
|
კოლეგების უკუკავშირი
|
|
16
|
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
|
გაკვეთილის დაგეგმვა და მომზადება
ისტ-ის გამოყენებით
|
სექტემბერი - ივნისი
|
თვითშეფასების ცხრილი
|
No comments:
Post a Comment