გაკვეთილის გეგმა






26.02.2019(გაკვეთილის გეგმის ნაწილი იხილეთ სასწავლო რესურსების გვერდზე)


მასწავლებლის სახელი, გვარი: ქეთევან დიასამიძე
პირადი ნომერი:
საგანი: საქართველოს ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო, IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
გაკვეთილის თემა: გიორგი ბრწყინვალე და საქართველოს ერთიანობის აღდგენა
გაკვეთილის მიზანი:  ვიდეოფილმის მიხედვით გაიაზრონ და იმსჯელონ  გიორგი V-ის მიერ ქვეყნის გაძლიერებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე, იმსჯელონ იმ საგარეო პოლიტიკის ცვლილებებზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და იმსჯელონ ქვეყნის როლზე იმ პერიოდის მსოფლიოს ისტორიაში
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითსტრუქტურები.
ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  აანალიზს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით
დრო (წთ.)
1
საორგანიზაციო საკითხები: მისალმება, პოზიტიური მოლოდინის განწყობა, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება (მორიგე მოსწავლე წარმოადგენს იმ მოსწავლეების სიას, რომლებიც არ არიან კლასში).  

ვერბალური, წერილობითი

საერთო საკლასო
ქაღალდი,
საწერი კალამი


2 წთ
2
აქტივობის მიზანია მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება. მასწავლებელი „მარტივი ლოგიკის“ თამაშის პრინციპით (ფოტოებზე დაყრდნობით, მოსწავლეებს აძლევს დავალებას ამოიცნონ ის ისტორიული  პიროვნება,რომელსაც ეხება დღევანდელი გაკვეთილი) აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,
მიზნებს. შეფასების კრიტერიუმებს გამოუკრავს კედელზე.
ვერბალური
მასწავლებლის პრეზენტაცია
საერთო საკლასო
შეფასების ცხრილი,
PP-ის პრეზენტაცია

3 წთ
3
აქტივობის წინარე ცოდნის გააქტიურება.
მასწავლებელი მოსწავლეებს უსვამს შეკითხვებს PPT-ს გამოყენებით და პასუხების მიხედვით ავსებს სქემას,  წინასწარ გამზადებული ფლიპჩარტზე.
კითხვები:
1.       რომელი მეფის დროს გამოჩდნენ მონღოლები საქართველოში (პასუხის შემდეგ სქემაში ჩაწერს ლაშა-გიორგის)
2.       ვის დროს მოექცა საქართველო მონღოლთა ბატონობის ქვეშ (სქემაში - რუსუდანი)
3.       როგორი სოციალური ვითარება შეიქმნა საქართველოში მონღოლური აღწერების შემდეგ? (სქემაში მოკლედ - მძიმე სოციალური ვითარება)
4.       რა მნიშვნელობა ენიჭებოდათ დავით ნარინისა და დავით ულუს აჯანყებას მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ? (სქემაში დავით ულუ და დავით ნარინი)
5.       როგორ შეაფასებდით დემეტრე მეფის გადაწყვეტილებას ყაენის კარზე გამგზავრების შესახებ და როგორ აფასებს შთამომავლობა მის  ღვაწლს? (სქემაში - დემეტრე II თავდადებული)
ამის შემდეგ მასწავლებელი ამბობს, რომ  ამ პრობლემების მოგვარება დაევალა დემეტრეს შვილს გიორგის და ბოლო ცარიელ გრაფაში წერს გიორგი V ბრწყინვალეს)

გონებრივი იერიში
კოგნიტური სქემის „მოვლენების რუკა“ შევსება
მთელი კლასი
PPT, სქემა, ფლიპჩარტი, მარკერი
5 წთ



4
ვიდეოს ანალიზი: აქტივობის მიზნია მოსწავლეებმა გაიაზრონ და იმსჯელონ გიორგი V-ის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
მოსწავლეებს ვიდეოფილმის ჩვენებამდე დავურიგებ წინასწარ ამობეჭდილ სქემებს წყვილებში მუშაობისათვის, სადაც შეტანილი იქნება სამი კითხვა,(სქემა და კითხვები შექმნილი იქნება PPT-შიც)ვაძლევ ინსტრუქციას, რომლის თანახმად მოსწავლე ფილმის გარკვეული მონაკვეთის ყურების შემდეგ გასცემს სავარაუდო პასუხს და ჩაწერს პირველ გრაფაში, ხოლო მომდევნო ნაწილის ყურების შემდეგ მეორე გრაფაში მიუწერს ფილმში გადმოცემულ პასუხს. შემდეგ ვაჩვენებ ვიდეოფილმს გიორგი ბრწყინვალის შესახებ, რომელსაც სამჯერ დავაპაუზებ 0:28, 1:13-სა და 2:19 წუთებზე. კითხვები:
1.       თქვენი აზრით რას გააკეთებდა მეფე აღნიშნული მდგომარეობის გამოსასწორებლად?
2.       როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყნის გაძლიერებისათვის და თქვენ რას იზამდით გიორგი მეფის ადგილზე რომ ყოფილიყავით?
3.       როგორ ფიქრობთ, როგორ დასრულდებოდა გიორგის ეს ძალისხმევა ქვეყნის გასაძლიერებლად?



მეთოდი: შეკითხვა-მე ვფიქრობ-ტექსტი ამბობს
წყვილებში მუშაობა
- ფილმი იუთუბიდან,
ფილმის ანალიზის სქემები.

აღნიშნული დოკუმენტური ფილმის მეშვეობით მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ და იმსჯელებენ გიორგი ბრწყინვალის მიერ ქვეყნის გაძლიერებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე, რაც სრულ თანხვედრაშია სასწავლო მიზანთან

18 წთ
4
აქტივობის მიზანია მოსწავლეებმა იმსჯელონ ქვეყნის როლზე იმ პერიოდის მსოფლიოს ისტორიაში
მოსწავლეებს წყვილებში შემთხვევითი პრინციპით ვურიგებ ორი სახის წყაროს (წყვილებს მსგავსი წყარო ექნებათ) და ვთხოვ წყაროს ქვემოთ მითითებულ კითხვაზე მეწყვილესთან ერთად მოიფიქროს პასუხი 2 წუთის განმავლობაში და რამდენიმე მსურველმა წარმოადგინოს აღნიშნული პასუხი, ამ აქტივობით გაიაზრებენ საქართველოს როლს იმ დროის მსოფლიო ისტორიაში.
წყაროს ანალიზი
ვერბალური პრეზენტაცია
წყვილებში მუშაობა
ამობეჭდილი წყარო

წყაროები ხელს შეუწყობენ მოსწავლეებმა კარგად გაიაზრონ  და იმსჯელონ აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის როლზე მსოფლიოს ისტორიაში
6 წთ
5




აქტივობის მიზანია მიღებული ცოდნის შეჯამება. მასწავლებელი გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეების პასუხებზე დაყრდნობით შეავსებს ასოციაციურ რუკას., რომლის ცენტრშიც ეწერება სიტყვა „გიორგი ბრწყინვალე“
გონებრივი იერიში, კოგნიტური სქემა „ასოციაციური რუკა“
მთელი კლასი
დაფა, ცარცი
3 წთ
6
აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა შეაჯამონ საკუთარი ცოდნა.
კითხვები:
1.         როგორ შეაფასებდი გიორგი V-ის მეფობას?
2.         შენი აზრით რომელი იყო გიორგი V-ის უმნიშვნელოვანესი რეფორმა?
ვერბალური
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
5 წთ
7
შეფასება განმავითარებელი  და განსაზღვრელი. აქტივობის მიზანია მოსწავლეს ხელი შეუწყოს განვითარებაში
რუბრიკებით
მთელი კლასი
განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასების რუბრიკები
2 წთ
8
საშინაო დავალება, მასწავლებელი ანიშნინებს წიგნში არსებული წყარო 1-ის მიხედვით ამოწერონ „ძეგლისდებაში“ მოხსენებული თანამდებობები.
გასასვლელი ბარათები
მთელი კლასი

სახელმძღვანელო,რვეული,კალამი
1წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გაკვეთილის მიზანი მიღწეულია თუ მოსწავლეები:
დოკუმენტური ფილმის მეშვეობით იაზრებენ  და მსჯელობენ   გიორგი V-ის მიერ ქვეყნის გაძლიერებისათვის გატარებულ ღონისძიებებზე, მსჯელობენ   იმ საგარეო პოლიტიკის ცვლილებებზე, რომელმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, მსჯელობენ   ქვეყნის როლზე იმ პერიოდის მსოფლიოს ისტორიაში

შეფასება: საკლასო სამუშაოს შეფასების რუბრიკა-ისტორიაში
ფასდება შემდეგი აქტივობები
1-2
დაბალი
3-4
საშუალოზე დაბალი
5-6
საშუალო
7-8
საშუალოზე
მაღალი
9-10
მაღალი
საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის აქტიურობა; მოსმენის
კულტურა, მობილიზება
ეთიკური
ნორმების დაცვა
პასიურია, გონება გაფანტულია
არ უსმენს მოსაუბრეს,
არ იცავს ეთიკურ ნორმებს
საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად არის ჩართული,პასიურია
ვერ იცავს ეთიკურ ნორმებს
საგაკვეთილო პროცესში ნაკლებადარის
ჩართული
იშვიათად
უსმენს მოსაუბრეს, ვერ იცავს ეთიკის ნორმებს
ხშირად აქტიურია, მობილიზირებული, იცავს ეთიკის ნორმებს
აქტიურია, გაკვეთილზე
მობილიზებული, კონცენტრირებუ
ლი, იცავს ეთიკის ნორმებს
მოსმენილი ტექსტის ან ინფორმაციის შეჯამების უნარი, წყვილებში მუშაობა, თანამშრომლობა
ვერ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია,
არ თანამშრომლობს მეწყვილესთან
ნაწილობრივ
ახერხებს შეაჯამოს წაკითხული, არ თანამშრომლობს მეწყვლესთან
ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს ინფორმავია, ხანდახან შეაქვს წვლილი წყვილის  მუშაობაში
კარგად ახერხებს წაკითხული ინფორმაციის შეჯამებასა და გაანალიზებას, შეაქვს წვლილი წყვილის მუშაობაში, თანამშრომლობს მეწყვილესთან
კარგად ახერხებს წაკითხული ინფორმაციის შეჯამებასა და ანალიზს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს წყვილის მუშაობაში, არის ლიდერი
საკუთარი მოსაზრების გამოთქმა ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით
უჭირს საკუთარი მოსაზრებების გამყარება ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით
ცდილობს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით
ახერხებს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმას მწირი ფაქტები-
თა  და არგუმენტებით
ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას ფაქტებითა და არგუმენტებ-
ით
კარგად ახერხებს საკუთარი მოსაზრებების გამყარებას არა მხოლოდ ფაქტებითა და არგუმენტებით, არამედ პარალელებითა და ანალიზით


ხელმოწერა: ქ.დიასამიძე























გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ქეთევან დიასამიძე
საგანი:ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი:საბაზო 9კლასი
11.12.2018წელი
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
სსსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: დიდგორის ბრძოლა და მისი შედეგები
გაკვეთილია მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქარეთველი ხალხის ბრძოლას თურქ- სელჩუკების წინღმდეგ, იმსჯელებენ დავითის მიერ ომის დაწყების წინ შემუშავებულ სტრატეგიებზე, მნიშვნელობასა და შედეგებზე , გამოიტანებენ შესაბამის დასკვნებს.

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები. (მასწავლებელი აწარმოებს საკლასო ჟურნალს მოსწავლეთა სწრებადობის შესახებ. მოსწავლეებს მიმართავს ღია თანამშრომლობისაკენ.







კითხავ/პასუხი:





მთელი კლასი





ჟურნალი,კალამი
1წთ
2



მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელად მასწავლებელს წინასწარ აქვს ფილიფჩარტზე გამზადებული სქემა „ნაბიჯი წარმატებისკენ“ მოსწავლეებს ევალებათ დაასახელონ ნებისმიერი ისტორიული მოვლენა  და ამ მოვლენების შესახებ უპასუხონ კითხვებს: ვინ იყო ამ მთავარი მოვლენის პერსონა...



„ნაბიჯი წარმატებისაკენ“
კითხვა/პასუხი
(მოვლენა-ვინ, რა,სად,როდის,რატომ...)





მთელი კლასი




პლიფჩარტი,მარკერივიზუალური მასალა





3-
წთ
3



წინარე ცოდნის გასაქტიურებლად მასწავლებელი მოსწალეებს   რუკის დახმარებით ანახებს XI-XIII საუკუნეების სელჩუკთა სახელმწიფოსა და საქართველოს სამეფოს რუკას. მოსწავლეები დაკვირდებიან, ამოიცნობენ ისტორიულ მოვლენებს, რომელიც დავით მეფის დასაწყისშივე იყო, გაიხსენებენ მათთვის ნაცნობ მოვლენებს და მასწავლებლის დახმარებით გამოიტანენ დასკვნებს თუ რას შეიძლება შეეხებოდეს მათი დღევანდელი გაკვეთილის თემა და რა შეიძლება იყოს გაკვეთილის მიზანი.
მოსწავლეების მიერ გამოთქმული ვარაუდების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს განუმარტავს გაკვეთილის თემას და მიზანს. აქვე გაცნობს შეფასების კრიტერიუმებსაც.

ვარაუდების გამოთქმა „წინასწარ მეტყველების ხე“
კითხვა/პასუხი



მთელი კლასი



თემატური რუკა,დაფა, ცარცი



10-
წთ
4



მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს თემას „დიდგორის ომი და მისი შედეგები“ . განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ბრძოლის სტრატეგიაზე, ტაქტიტიკაზე, ჯარის მანევრირებაზე და საბოლოო ბრძოლის შედეგებზე როგორც ქვეყნისთვის , აასევე რეგიონისთვის


ინტერაქციული. მინი ლექცია


მთელი კლასი


თემატური რუკა, დაფა, ცარცი,პლიფჩარტი.


8-
წთ
5

ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას:
იმართება დისკუსია
რა ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო მეფისთვის საკუთარი ჯარისთვის უკან დასახევი გზის ჩახერგვა, ხომ არ ილახებოდა ამით ჯარში მყოფი მოქალაქეეების უფლებები, მაშინ როდესაც დავითის ლაშქარში უცხო ძალაც იბრძოდა . რა საფრთხეების შემცველი იქნებოდა მეფის მხრიდან რო არ მიემართა ამ ტაქტიკისთვის




დისკუსია




მთელი კლასი




6-წთ
6
მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს ალტერნატიულ ისტორიულ წყაროებს დავით აღმაშენებლის შესახებ. მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ 3-2-1-ის მაოყენებით და გამოყონ 3 ძირითადი საკითხი, რაც მათტვის საინტერესო იყო, 2 საკითხი, რაძე სურთ უფრო მეტი გაიგონ და 1 საკითხი რასაც გააკრიტიკებენ, აანუ რის შესახებაც დაწერენ დავალებას






3-2-1-ის სტრატეგია






ინდივიდუალური






თაბახია ფურცელი

8-წთ
7
დავალების დასრულების შემდეგ, რამდენიმე მოსწავლე წარმოადგენს დავალებას


პრეზენტაცია


ინდივიდუალური



5-წთ
8
მასწავლებლის მიერ გაკვეთილის შეჯამება/შეფასება

ინტერაქციული

მთელი კლასი

შეფასება/თვითსეფასების რუბრიკები

3-წთ
9
საშინაო დავალება. მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია
აღწერონ დიდგორის ბრძოლა წყაროების მიხედვით გვ.164


ინტერაქცია


მთელი კლასი



1-წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: შედეგები და ინდიკატორები მიმართულებების მიხედვით

ისტ.9.3.
მოსწავლეს შეუძლია დაახცასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოცწავლე;

# მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებესა და განსხვავებებს;

# ახასიათებს და ადარებს სხვადსხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფო მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს.
ისტ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.
# შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
# მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე.
# აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა მოვლენებზე;
 გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლემ მართებულად გამოიყენოს ინფორმაცია უძველესი დროიდან დღემდე, ქართული სახელმწიფოებისა და ისტორიულ - გეოგრაფიული მხარეების ცვალებადობაზე, შეძლოს ამ ცვლილებების გამომწვევი მიზეზების ( IX.1.1 ) ანალიზი, განსაძღვროს ქართული სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურაში განხორციელებული რეფორმები, მისი შედეგები ( IX.3.2 ) და მნიშვნელობა ქვეყნისთვის.
შეფასება:      განმავითარებელი, განმსაზღვრელი, ( პრეზენტაცია,  დისკუსიის შეფასების რუბრიკა)


ხელმოწერა: ქ.დიასამიძე
თარიღი: 11 12.2018წელი





დანართი 1
მოსწავლეთა საკლასო შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
კრიტერიუმი
1
2
3
4
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს იშვიათად
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი ყველა აქტივობაში
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თანატოლებთან
იშვიათად თანამშრომლობს თანატოლებთან
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან.






დანართი 2
შეფასების ანალიტიკური რუბრიკა
კრიტერიუმი
1-3
4-5
6-7
8-10
1
მსჯელობს გამართული ენით და გასაგებად,
ვერ მსჯელობს გასაგგებად
მსჯელობს გამართულად თუმცა უშვებს მმართველობით უზუსტობებს.
მსჯელობს გამართულად თუმცა უშვებს მცირე ნუზუსტობებს
მსჟელობს გასაგებად და არ უშვებს არცერთ შეცდომას.
2
გამოაქვს შესაბამისი დასკვნები
 ვერ გამოაქვს დასკვნები
დასკვნმები ნაკლებად არგუმენტირებულია
გამოაქვს შესაბამისი დასკვნები მცირე უზუსტობით
გამოაქვს შესაბამისი დასკვნები არგუმენტირებულად.
3
მსჯელობს შემუშავებული სტრატეგიების მნიშვნელობა-შედეგების შესახებ.
ვერ მსჯელობს სტრატეგიების შესახებ,
მსჯელობს მხოლოდ რამდენიმე სტრატეგიაზე.
მსჯელობს შემუშავებული სტრატეგიების შესახებ, უშვებს მცირე უზუსტობებს
მსჯელობს შემუშავებული სტრატეგიების მნიშვნელობაზე უშეცდომოდ, მნიშვნელობასა და შედეგებზე
4
ადარებს მოვლენებსა და ფაქტებს
ვერ ადარებბს მოვლენებსა და ფაქტებს
ადარებს რამდენიმე ფაქტსა და მოვლენას
ადარებს თითქმის ყველა ფაქტსა და მოვლენას
ადარებს ყველა ფაქტსა და მვოლენას უშეცდომოდ.
5
იყენებს განსხვავებულ წყაროებს შესაბამისი დასკვნებით
ვერ იყენებს განსხვავებულ წყაროებს
იყენებს ერთ წყაროსმცირე უზუსტობით, ვერ გამოაქვს დასკვნა
იყენებს ორივე წყაროს მცირედი შეცდომებით, აკეთებს დასკვნას.
იყენებს ორივე წყაროს და გამოაქვს განსხვავებული დასკვნები.


No comments:

Post a Comment