Sunday, July 14, 2024

იცოდე მეტი

  რა არის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს.ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია.კანონის მიხედვით ,საქართველოში 2010წლის 1 ოქტომბრიდან დამკვიდრდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეებზე;ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული სისტემისგან განსხვავებით,აღნიშნული კატეგორიის ბრალდებული პირის ბრალეულობა ან უდანაშაულობა,პროფესიონალი მოსამართლის ნაცვლად,ახლა უკვე უნდა დადგინდეს ნაფიც მსაჯულების მიერ,რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები არიან.

რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად,თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს,გარდა იმ შემთხვევებისა,როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს,რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.

რამდენი ნაფიცმსაჯულისაგან შედგება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?

ჩვეულებისამებრ,ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისგან შედგება.ნაფიცმსაჯულთა სასამართლოში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე,რვაზე ნაკლები მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.გათვალისწინებულია თუ არა ნაფიცი მსაჯულისთვის (მსაჯულობის კანდიდატისთვის)სოციალური დაცვის გარანტიები?


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ნაფიც მსაჯულთა სოციალურ გარანრიებს(როგორც იმ მსაჯულებისთვის,რომლებიც შერჩევაში მონაწილეობენ,ასევე მათთვისაც,ვინც ფაქტობრივად ფიცის ქვეშ მსაჯულად იმსახურებს ნაფიც მსაჯულების სასამართ₾ოში),კერძოდ: ნაფიცმსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება,რაც პირდაპირაა დაკავრშირებული მათ მიერ  საკუთარი მოვალეობის  განხორციელებასთან.ამასთნ,დღიური,სამგზავრო ხარჯების და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით,მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე  და უკან.                                             
გარდა ამისა,დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად  სასამართლო პროცესში მონაწილეობის         დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.                                                                            

ვინ შეიძლება იყოს ნაფიც მსაჯული ?
  • ნაფიც მსაჯული შეიძლება იყოს პირი თუ:                                                                                           
  • 1.იგი საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაშია დაფიქსირებული,როგორც 18 წელს გადაცილებული პირი;                                                                                                           
  •    2.იგი ფლობს სისხლის სამართლის პროცესის ენას.საქართველოში სისხლის სამართლის      პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე,ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზურ ენაზე;                                                                                                                                     
  • 3.იგი ცხოვრობს ტერიტორიაზე ,რომელიც იმ სასამართლოს განსჯადობაში შედის,სადაც პროცესი მიმდინარეობს;                                                                                                                      
  • 4.მას შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლოები ,რაც ხელს შეუშლის მისი,როგორც ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.