სამოქმედო გეგმა

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა
 ქეთევან დიასამიძის 2019-20 სასწავლო წლის წლიური ანგარიში
ქ.ბათუმის N-10 საჯარო სკოლა
2019-20 სასწავლო წლისათვის დაგეგმილი სამოქმედო გეგმის მიხედვით სისტემატურად ვზრუნავდი შემექმნა ისეთი სასწავლო გარემო,რომ ბავშვებისათვის ყოფილიყო საინტერესო  და მიზიდველი.ვთანამშრმლობდი მოსწავლეების მშობლებთან,კოლეგებთან და სპეციალისტებთან,რათა უკეთ გამეგო მოსწავლეების საჭიროებები.შევქმენი ისეთ სასწავლო გარემოს ,რომ მოსწავლეებს მიცემოდათ  საშუალება ,უკეთ გაცნობოდნენ და ეზრუნათ ერთმანეთზე.მთელი წლის განმავლობაში ვზრუნავდი საკლასო კულტურის დამკვიდრებაზე,აქცენტს ვაკეთებდი  მოსწავლის ძლიერ მხარეებზე, მაგრამ ამავე დროს საჭიროებისამებრ ვაძლევდი რჩევებს,თუ რა უნდა გაეკეთებინათ ხარვეზების გამოსასწორებლად. ყურადღებით ვუსმენდი მოსწავლეებს,სასწავლო პროცესში ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას გამუდმებით ვზრუნავდი,რომ   შემექმნა ისეთი სასწავლო გარემო  რომ მოსწავლეებმა თავი გარიყულად არ ეგრძნოთ.თავიდანვე ვუყალიბებდი ისეთი უნარების განვიტარებას,რომელიც ხელს უწყობდა პიროვნულ ღირებულებებსა და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ხელშეწყობას.ყოველთვის მათ მიმართ ვიყავი კეთილგანწყობილი. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასწავლო  საგაკვეთილო,პოზიტიური გარემოს შექმნა.  გამუდმებით ხელს ვუწყობდი მოსწავლეთა  შორის ნდობასა და პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბებას. მიმაჩნია ,რომ მოსწავლეს თავიდანვე უნდა ჩამოვუყალიბოთ თანასწორუფლებიანობის განცდა და მისი უზრუნველყოფა,ემპათიის გამომუშავება,ტოლერანტული კულტურის ჩამოყალიბება. სსსმ მოსწავლეთა კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩემი ამოსავალი წერტილი იყო,ამიტომ სსსმ მოსწავლეს ვეხმარებოდი  საკუთარი შესაძლებლობის გამოვლენასა და  რეალიზებაში. მიმაჩნია,რომ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობ სპეც.მასწავლებელთან,მშობელთან, გამოცდილ სპეციალისტებტან(,,MAC GEORGIA”- იის ოკუპაციურ ტერაპიის სპეციალისტებთან და საჭიროებისამებ ნეიროფსიქოლოგებთან) და ვიზიარებდი მათ ცოდნასა და გამოცდილებას.
ვიყენებდი  სხვადასხვა სასწავლო რესურსებსა  და ფაზლებს,ასევე კომპლექსურ დავალებებს,რომელიც საინტერესოს და მიმზიდველს ხდიდა ჩემს გაკვეთილს.  რესურსების გამოყენებისას შერჩეული იყო  ისეთი სასწავლო რესურსები,რომელიც მოსწავლის შესაძლებლობებზე, ინდივიდუალური საჭიროებებებზე იყო მორგებული,რაც ხელს უწყობდა სწავლის მოტივაციის ამაღლებას. გაკვეთილს ვგეგმავდი  ე.ს.გ-ის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით.სპეცმასწავლებლებთან ერთად ერთად  წინასწარ განვსაზღვრე და დავგეგმე ინდივიდუალური გეგმა,რომელიც  გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებსა და აქტივობებზე იყო გათვლილი,რომელიც მორგებული იყო ინდივიდუალურად  სსსმ მოსწავლეებზე და მათ საჭიროებებზე ვმუშაობდი მთელი  წლის განმავლობაში.საჭიროებიდან გამომდინარე ვახდენდი გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას.ასევე ვითვალისწინებდი  მოსწავლეთა წინარე ცოდნას,მათ გამოცდილებას,შესაძლებლობებსა და ინტერესებს, მოსალოდნელ შედეგებს,ასევე მათი შესაძლებლობებისა და ინტერესებიდან გამომდინარე დავგეგმ კლასგარეშე აქტივობები. ჩავატარე დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით  სასკოლო ღონისძიება ,, ძლევაი საკვირველი“, 65-72-73—8კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.
მოსწავლეებს  მივეცი  შესაძლებლობა საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების რეალიზებაში და საკუთარი არჩევანის  გამოხატვის შესაძლებლობაში კლასგარეშე პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის გზით.ასევე  ჩართული იყვნენ  სხვადასხვა კვლევით საქმიანობაში.მე 73-83 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასა და კონკურსში,სადაც მოახდინეს თავიანთი ცოდნის ტრანსფერირება და მიიღეს გამოცდილება.მე-7კლასის მოსწავლეებს ჩავუტარე გასვლითი გაკვეთილი ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, თემაზე : ,,ოქრომრავალი კოლხეთი“,რამაც დიდ შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.მე-65კლასში კი განვახორციელეთ სასწავლო პროექტი :,, მე ვარ მუზეუმელი“.
19 თებერვალს 11 კლასში ჩავატარე გლობალური გაკვეთილი, მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის შესაბამისად, ,,ბავშვთა უფლებების კონვენციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი“,მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით.
2019 წლის 27 სექტემბერს მონაწილეობა მივიღე კავკასიური სახლის მიერ ორგანიზებულ  კვლევაში თემაზე: თუ რა დოზით უნდა ისწავლებოდეს კონფლიქტების თემა,როგორია ისტორიის სახელმძღვანელოების ხარისხი,როგორ შეიძლება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა,როგორ  და რა დოზით მივაწოდოთ  ინფორმაცია ახალგაზრდა თაობებს და რამდენად არის აღნიშნული თემა ისტორიის სახელმძღვანელოებში.
26 ოქტომბერს მონაწილეობა მივიღე სამოქალაქო განათლების სტანდარტის განხილვაში.
2019 წლის 16 დეკემბერს ტოლერანტობის საერტაშორისო დღესთან დაკავშირებით  მე-7კლასის მოსწავლეების მონაწილეობით განვახორციელე პროექტი: ,,მე ვირჩევ თანასწორობას“.
2019 წლის 8 დეკემბერს ასევე განვახორციელეთ პროექტი ,,ერთად უკეთესია“,დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მე -101კლასის მოსწავლეებმა,რომელიც   ჩატარდა პარტნიორ სკოლებთან ერთად პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ხელმძღვანელობით.
2019 წლის 22 დეკემბერს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ ორგანიზებულ  ლექციაში ,,ცვლილებები კონსტიტუციაში“ მივიღე აქტიური მონაწილეობა.(ლექცია მიყავდა კონსტიტუციონალისტს  დიმიტრი გეგენავას)
ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის ფარგლებში მოვამზადე გარე დაკვირვების გაკვეთილის გეგმები მე-11 კლასისთვის (სულ 5გეგმა)და დროულად განვათავსე  ესქულის ბაზაში ,ასევე ინფორმაცია მიეწოდა მოსწავლეებსაც ,გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარების შესახებ ,2020 წლის 21 თებერვალს კი გავიარე გარე დაკვირვება წარმატებით.
2020 წლის 12 მაისს მონაწილეობა მივიღე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ვებინარში ისტორიაში,:,,როგორ გამოვიყენოთ და შევქმნათ ფლუმის მეთოდებით დავალებები Microsoft Forms-ში“,რომელსაც უძღვებოდა ისტორიის ექსპერტი ლევან ახვლედიანი და ჯაბა ლაბაძე.
2020 წლის 20 მაისს მიწვეულ ვიყავი ,,მომავლის თაობის“ მიერ დაგეგმილ ონლაინ სამოდელო  გაკვეთილზე,თემაზე: ,,პრობლემები საზოგადოებაში და საზოგადოების დამოკიდებულება პრობლემებისადმი“ ,რომელსაც ატარებდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის  მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ეთერ მჭედლისშვილი,ონლაინ გაკვეთილზე სულ ესწრებოდა 20 მასწავლებელი და ექსპერტთა ჯგუფი,ტიმსის პლატფორმის გამოყენებით,რამაც შემძინა გამოცდილება.
დისტანციურმა სწავლებამ შეცვალა სასკოლო  ცხოვრებაც,შესამამისად ჩვენც ამ გამოწვევას დროულად ავუბით ფეხი.გადავედით დისტანციური სწავლების პროცესზე,სადაც მაქსიმალურად ყველა ძალასა და ენერგიას ვხარჯავდით მოსწავლეტა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.შესაბამისად ე.ს.გ-ის მიხედვით მოდიფიცირება განიცად შემაჯამებელმა სამუშაოებმაც.შემაჯამებელი შეფასება ზედმიწევნით შეესაბამება ე.ს.გ-ის სასწავლო მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს. გავაანალიზე დისტანციური სწავლების სუსტი და ძლიერი მხარეებიც,რომელიც აისახა  შემაჯამებელ სამუშაოების შედეგებზე. მოსწავლეთა სუსტი მხარეების  გასაუმჯობესებლად  სამომავლოდ დავგეგმავ სხვადასხვა აქტივობებს.გამოვიყენებ განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა სტრატეგიებს.გარეგანი მოტივაციის ასამაღლებლად შევაქებ და /ან წავახალისებ მოსწავლეს,როცა ის ამას იმსახურებს; ამავდროულად ,ვიქნები კონსტრუქციული სხვა მოსწავლეების  მიმართაც.



საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის წევრი:ქეთევან დიასამიძე
26.06.2020










პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა 2018-19ს/წ
ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ქ.დიასამიძე

N-

საჭიროება
აქტივობა
პერიოდი
აქტივობის განხორციელების ინდიკატორი
კომენტარი/შენიშვნა
1
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ან სხვა ორგანიზაციის მიერ აკრედიტირებული/რეგისრტირებული ტრერინგის გავლა
დამოუკიდებელი მუშაობა
ტრერინგის დასწრების ხანგრძლივობა და მუშაობა
სექტემბერი-ივნისი
თვითშეფასების ცხრილი

კოლეგების მიერ მოწოდებული უკუკავშირი

2
მასწავლებლის მიერ სხვა ინიცირებული  დამატებითი საქმიანობა
ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება
გეგმის შემუშავება და განხორციელება
სექტემბერი-ივნისი
თვითშეფასების ცხრილი

3
საგანმანათლებლო ბლოგის ავტორობა
მართვა/მენეჯმენტობა
შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა და განტავსება ბლოგზე
სექტემბერი ივნისი
თვითშეფასების ცხრილი

შეფასების ჯგუფისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია



4
სასწავლო ან სოციალური პროექტები,მათ შორის მშობლებთან და თემთან მუშაობა.
ონლაინ ინსტრუმენტების გამოყენება ისტორია სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე
მოსწავლეთა ჩართულობა
სექტემბერი-ივნისი
შეფასების ჯგუფის უკუკავშირი

გეგმის წარდგენა შეფასების ჯგუფისათვის

თვითშფასება

5
კონკურსებისათვის,ოლიმპიადებისათვის შეჯიბრებისათვის მოსწავლის/მოსწავლეების მომზადება.
მოსწავლეთა ჩართულობა
სექტემბერი ივნისი


სწავლის ხარისხის გაუმჯობესება/მოტივაციის ამაღლება



6
გაკვეთილის წარმართვა,რომელზეც დაკვირვებას ახორციელებს შეფასების ჯგუფი-სამოდელო გაკვეთილის ჩატარება.(სულ ორი გაკვეთილი.) თითო კრედიტქულიანი
გაკვეთილის გეგმის შემუშავება
სექტემბერი-ივნისი
თვითრეფლექსია

შემუშავებული გაკვეთილის გეგმის წარდგენა შეფასების ჯგუფისათვის და კონსულტირება

გაკვეთილზე დაკვირვების შეფასების ჯგუფის  მიერ მოწოდებული უკუკავშირი

7
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა(2კრ)
კვლევის წარდგენა შეფასების ჯგუფისათვის
სექტემბერი-ივნისი
თვითრეფლექსია,დაკვირვების შეფასების ჯგუფის უკუკავშირი





8
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა ან მასში მონაწილეობა

სექტემბერი-ივნისი
სექტემბერი





9
სსსმ მოსწავლეებთან ეფექტური მუშაობის სტრატეგიების ფლობა
სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა წლის განმავლობაში(სულ 7 მოსწავლე)
ინკუზიური განათლების პრინციპების ცოდნა და სასწავლო პროცესში გამოყენება
შესაბამისი ლიტერატურის დამუშავება,საჭიროებიდან გამომდინარე რესურსების შექმნა
სექტემბერი,ივნისი
თვითშეფასება

კათედრაზე საკითხის განხილვა  და გამოცდილების გაზიარება,სპეც.მასწ-თან , მშობელთან თანამშრომლობა,
მოსწავლეთა ჩართულობა,
ინდ.გეგმების შემუშავება და მონიტორინგი-სწავლის პროცესის შეფასება
სექტემბერი-ივნისი
კოლეგების მიერ მოწოდებული უკუკავშირი, მშობლის უკუკავშირი

10
სსიპ.საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ-მასწავლებელი მეგზური  ევროპისაკენ
შესაბამისი თემის დამუშავება
ოქტომბერი-ივნისი
თვითშეფასება

11
სემესტრის განმავლობაში საწრეო მუშაობის წარმართვა
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება,დამატებით აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობა
იანვარი-ივნისი
თვითშეფასება კოლეგების უკუკავშირი
მოსწავლეების უკუკავშირი,მშობელთა უკუკავშირი


12
სტუდენტის/სტუდენტების  კონსულტირება
გაკვეთილის გეგმის გაცნობა დაკვირვება,შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და წარდგენა
ოქტომბერი-ივნისი


13
თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება
გეგმის შემუშავება,სხვადასხვა ლიტერატურის დამუშავება
სექტემბერი -ივნისი
თვითშეფასება

14
PH internacionali-მომავლის თაობა

სექტემბერი -ივნისი


15
კონფერენცია
შესაბამისი თემის დამუშვება
სექტემბერი ივნისი
კოლეგების უკუკავშირი

16
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში
გაკვეთილის დაგეგმვა და მომზადება  ისტ-ის გამოყენებით
სექტემბერი - ივნისი
თვითშეფასების ცხრილი


No comments:

Post a Comment