Tuesday, February 26, 2013

კლუბის პრეზენტაცია

    სამოქალაქო კლუბი მეგზური - ეს არის ერთმანეთის მხარდამხარ მომუშავე მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი გუნდი,რომლის წევრები იღრმაავებენ ცოდნას სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში.
    კლუბის მოღვაწეობა არ შემოიფარგლება ( და არც უნდა შემოიფარგლებოდეს! ) მხოლოდ  მისი სტრუქტურებით. კლუბში გაიმართება დისკუსიები დებატები საზოგადოებრივი განვითარების შესახებ. კლუბში გაერთიანებული იქნებიან საბაზო და საშულო ასაკის მოსწავლეები. სასკოლო კლუბი ,, მეგზური : ერთი შეხედვით თავისი ფორმით მოყვარულთა წრეს წააგავს, რადგანაც მისი წევრები გაერთიანებული არიან ერთი საერთო ინტერესების გარშემო, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ცნობიერების თემის გარშემო.

 კლუბი გარკვეულ წილად სასკოლო თვითმართვლობის ელემენტებსაც შეიცავს, კლუბს აქვს თავისი ფუნქციონირების პრინციპები , რომლებიც წერილობით წესდების სახითაა წარმოდგენილი. კლუბი მეგზური ორგანიზებას გაუკეთებს შეხვედრებს მეცადინეობებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს სკოლაში თუ მის ფარგლებს გარეთ.

     კლუბში ცხადდება იდეების შტორმი......       კლუბში უმთავრესია მისი წევრების, განსაკუთრებით კი მოსწავლეების ინიციატივები დ იდეები. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ და განვიხილოთ ყველა ის იდეა და ინიციატივა, რომელიც ჩვენი აზრით ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებას კიდევ უფრო ბევრს შემატებს. ჩვენი ათვლის წერტილია №10 საჯარო სკოლა.... 2013 წლის 26 თებერვალი